ერის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერის ტბა
ერის ტბა
ერის ტბა
კოორდინატები: 42°02′ ჩ. გ. 81°02′ დ. გ. / 42.033° ჩ. გ. 81.033° დ. გ. / 42.033; -81.033
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე ზღვის დონიდან 173 
სიგრძე 388 კმ
სიგანე 92 კმ
ფართობი 25 700 კმ²
მოცულობა 480 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1370 კმ
საშუალო სიღრმე 19 
მაქსიმალური სიღრმე 64 
ჩამდინარე მდინარეები დეტროიტი
გამომდინარე მდინარე ნიაგარა
ერის ტბა — აშშ
ერის ტბა

ერის ტბა (ინგლ. Lake Erie) — ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდი ტბების სისტემაში. ჩრდილოეთი ნაწილი ეკუთვნის კანადას, სამხრეთი — აშშ-ს. მდებარეობს ზღვის დონიდან 173 მ სიმაღლეზე. ფართობი 25 700 კმ². მაქსიმალური სიღრმე 64 მ. ნაპირები მაღალია, სუსტად დანაწევრებული, ტბას ერთვის მდინარე დეტროიტი, გამოედინება მდინარე ნიაგარა. სანაოსნოა. გადაჭიმულია დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 388 კილომეტრზე, სიგანე 92 კილომეტრი. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის მრავალრიცხოვანი კუნძულები. დეკემბრიდან დაწყებული მარტისა და აპრილის ჩათვლით ტბის სანაპირო ნაწილი იყინება. უელენდის არხით შეერთებულია ონტარიოს ტბასთან. მთავარი ნავსადგურებია: ტოლიდო, ბუფალო, კლივლენდი (აშშ), პორტ-კოლბორნი (კანადა).

ტბას სახელი ეწოდა მის სანაპიროზე მცხოვრები ერთ-ერთი ტომის მიხედვით.

1960-1970 წლებში განიცადა წყლის ხარისხის ცვლილება, რაც წყალში ფოსფორიტების დონის მატებასთან და ფსკერულ დანალექებთან იყო დაკავშირებული. წყალმცენარეების გახრწნამ ხელი შეუწყო ტბაში მკვდარი ზონების გაფართოებას. წყალმცენარეების გახრწნილი მასები და დაბინძურებული სანაპირო ხაზები გახდა საბაბი იმისა, რომ ერის ტბის დიდი ნაწილი „მკვდარ ზონად“ გამოაცხადეს. კანადა-აშშ-ის შეთანხმებამ (1972) შესამჩნევად შეამცირა გადმოცლა და ფოსფორიტების ჩადენა ტბაში.

1813 წლის 10 სექტემბერს ერის ტბასთან გაიმართა ბრძოლა ინგლისურ ფლოტილიასა და ამერიკულ ესკადრას შორის. მთელი ბრიტანული ფლოტილია განადგურდა, მოკვდა ან დაიჭრა 134 ადამიანი. ამერიკელებმა დაკარგეს 27 ადამიანი, ხოლო დაიჭრა 96. ინგლისელები იძულებულნი გახდნენ დაეტოვათ დეტროიტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]