ერიკა ელენიაკი
| ერიკა ელენიაკი Erika Eleniak |
|
ერიკა ელენიაკი 2010 წელს |
|
| დაბადების სახელი | ერიკა მეია ელენიაკი |
| დაბადების ადგილი | გლენდეილი, კალიფორნია, აშშ |
| დაიბადა | 29 სექტემბერი 1969 |
| საქმიანობა | მსახიობი ფოტომოდელი |
| შემოქმედების წლები | 1982–დღემდე |
| მეუღლე(ები) | როშ დეიგლი |
| საცხოვრებელი ადგილი | |
ერიკა ელენიაკი (ინგ. Erica Maya Eleniak; დ. 29 სექტემბერი 1969, გლენდეილი, აშშ) — ამერიკელი ტელე-კინომსახიობი და ფოტომოდელი[1]. იღებენ ძირითადად ფანტასტიკაში, დრამასა და თრილერში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ერიკა ელენიაკი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდეილში. მამამისი დაიბადა ქალაქ ედმონტონში და აქვს უკრაინული გენეალოგია, ხოლო დედამისი ესტონური და ავსტრიული წარმოშობისაა.[2] ელენიაკი პირველად ტელე-ეკრანზე გამოჩნდა 12 წლის ასაკში, სადაც მიიღო მცირე ეპიზოდური როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „E.T.“ („უცხოპლანეტელი“). თავდაპირველად მისი კინოკარიერა არც თუ ისე წარმატებით აეწყო. ეპიზოდურ როლებს ღებულობდა ტელევიზიაში. 1988 წელს ითამაშა ფილმში „წვეთი“.
1989 წელს ერიკა ელენიაკი ჟურნალ „პლეიბოის“ თვის გოგო გახდა. ამის შემდეგ მას გარკვეული ხნით კარი გაეღო კინოინდუსტრიაში. 1980-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო სერიალში „მაშველები“ (ინგლ. Baywatch). 1992 წელს ითამაშა დიდბიუჯეტიან ფილმში „ალყაში“. 1998 წელს გამოდის ფილმი „ტყვე“, სადაც მისი პარტნიორი გახდა მაიკლ აირონსაიდი.
ერიკა ელენიაკი ძირითადად 1990-იან წლებში იყო პოპულარული. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40 ფილმში[3]. ელენიაკი 2005 წელს გამოჩნდა ერთ-ერთ რეალიტი-შოუში.[4] მისთვის დამახასიათებელია დრამატიზმი, მსუბუქი იუმორი. ბოლო ხანებში მცირე ბიუჯეტიან ფილმებში იღებენ.
1998 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა ფილიპ გოგლიას[5], რომელთანაც ურთიერთობა 1999 წლამდე ჰქონდა. 2005 წელს ერიკა ელენიაკი მეორეჯერ გათხოვდა. ამჯერად მის რჩეული გახდა როშ დეიგლი, რომლისგანაც 2006 წელს გოგონა შეეძინა.[6]
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1982 | უცხოპლანეტელი | E.T. | |
| 1987 | ჩარლზის დაბრალება | Charles in Charge | |
| 1988 | წვეთი | The Blob | |
| 1989 | მაშველები | Baywatch | |
| 1992 | ალყაში | Under Siege | |
| 1993 | სოფლელი ბევერლი ჰილზიდან | The Beverly Hillbillies | |
| 1994 | მდევრები | Chasers | |
| 1995 | გოგონა კადილაკში | Girl In The Cadillac | |
| 1996 | სისხლიანი საროსკიპო | Bordello of Blood | |
| 1998 | ტყვე | Captive | |
| 1998 | პანდორა | Pandora Project | |
| 1999 | საფინალო ვოიაჟი | Final Voyage | |
| 1999 | პანიკა ნიუ-იორკში | Aftershock: Earthquake in New York | |
| 2000 | ოპონენტი | Opponent | |
| 2002 | აპოკალიპსისი | Shakedown | |
| 2004 | დრაკულა 3000 | Dracula 3000 | |
| 2005 | აბსოლუტური ნული | Absolute Zero | |
| 2010 | სხვის ხელში გადასვლა | Changing Hands |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ერიკა ელენიაკის ბიოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 2009-02-08.
- ↑ Erika Eleniak FAQ. წაკითხვის თარიღი: 2007-02-24.
- ↑ ერიკა ელენიაკის ფილმოგრაფია
- ↑ Gilligan's' black Professor
- ↑ ერიკა ელენიაკი და ფილიპ გოგლია, Life magazine, accessed November 28, 2010.
- ↑ Celebrity Fit Club 4, Vh1, August 6, 2006