ერედ ლუინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ერედ ლუინი (ინგლ. Ered Luin) არის რიგი მთებისა ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუამიწეთიდან. ”ლურჯ მთებად” წოდებული ეს ადგილი მდებარეობდა ერიადორის შორეული დასავლეთით.
პირველი ეპოქის დროს ერედ ლუინი ჰყოფდა ერიადორსა და ბელერიანდს. დასავლეთით იყო შვიდი მდინარე, ხოლო ადგილი, რომელზეც მიედინებოდნენ ისინი, იყო ცნობილი ოსირიანდისა და ლინდონის სახელით. ამიტომაც ამ მთებს ხოლმე ერედ ლინდონს უწოდებენ. ამ ადგილებში მდებარეობდა ჯუჯების ქალაქები ბელეგოსტი და ნოგროდი.
ვალარების მორგოტთან ომის დროს მთების ეს რიგი გარღვეული იქნა ზღვის მიერ. იქ, სადაც შეიქმნა სიცარიელე, აშენდა რუხი სანაოსნო, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ სწორედ აქედან მიდიოდნენ შორეულ მიწებში მოგზაურები - თუმცა, სამუდამოდ.
|
|||||||||||
სტატიის