შუმერული მითოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუმერული მითოლოგიამესოპოტამიის უძველესი სახელმწიფოს შუმერის მითოლოგია.

ღმერთები შუმერების წარმოდგენაში ანთროპომორფულები იყვნენ, მათ ადამიანის სახე ჰქონდათ და არა ცხოველის ან სხვა არადამიანური არსებების, ისე როგორც ესაა ეგვიპტურ მითოლოგიაში. ღმერთების უძველეს სიაში მოხსენიებულია ექვსი ღმერთი - ენლილი, ანუ, ინანა, ენქი, ნანა და უტუ.

პანთეონი[რედაქტირება]

სხვადასხვა ღმერთები "განაგებდნენ" ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ როგორც საყოველთაო ღმერთები, ასევე ყოველი თემი თავის "შინაურ" ღვთაებებს სცემდა თაყვანს. "საერთო" ღმერთები იყვნენ:

  • ანუ – ცისა და სამოთხის ღმერთი
  • ენქი – ოკეანის, სიბრძნის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი
  • ენლილი – ჰაერის ღმერთი
  • ინანა – სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი
  • ქი – დედამიწის ქალღმერთი[1]
  • ნანა – მთვარის ღმერთი[2]
  • ნინგალი – ნანას ცოლი. [3]
  • ნინლილი – ჰაერის ქალღმერთი და ენლილის ცოლი.
  • ნინურთა – ომის, სოფლის მეურნეობისა და ქარის ღმერთი
  • უტუ – მზის ღმერთი

ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ მთავარ ღმერთებს. ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახულება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა.

შუმერულ ქალაქებში ყველა ქალაქს თავისი ღვთაება ჰყავდა. ძვ. წ. III ათასწლეულში იყო რამდენიმე ასეთი პანთეონი, სადაც მთავარი ღვთაება სხვადასხვა ღმერთი იყო:

  • ენლილი – ჰაერის მეუფე და ადამიანთა და ღმერთთა მეფე, ნიპურის მთავარი ღმერთი
  • ენქი – მიწისქვეშა წყლების და მსოფლიო ოკეანის მეუფე, ერედუს მთავარი ღმერთი
  • ინანა – სიყვარულის და ომის ქალღმერთი - ურუქის ღვთაება.
  • ნანნა – მთვარის ღმერთი, ქალაქ ურის მთავარი ღმერთი
  • ნინგირსუ – ღმერთი-მეომარი - თაყვანს სცემდნენ ლაგაშში

უძველესი შუმერული ღვთაებები ნაყოფიერების ფუნქციებს ითავსებდნენ, განსაკუთრებით საინტერესოა დედა-ღვთაების კულტი ძველ შუმერებში - გამოისახებოდა ქალი, ბავშვით ხელში - რომელსაც სხვადასხვა სახელი ერქვა - დამგალნუნა, ნინხურსაგ, ნინმახი, ნინტუ, მამა - მამი. დედა-ღვთაების აქადური ვარინატი იყო ბელეტილი, მამი (ეპითეტით - მშობიარეთა შემწევი), არურუ (ადამიანთა შემქმნელი - დედა). იყო ასევე შუმერული ქალღმერთი ვაუ და გატუმდუგი, რომელთაც ჰქონდათ ეპითეტი "დედა", "ყველა ქალაქის დედა".

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სემიუელ ნ. კრამერი, ისტორია იწყება შუმერიდან, თბ.,1988 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, გილგამეშის ეპოსი, 1963 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, თამუზის სიზმარი 1969 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, შუამდინარული მითოლოგია, 1976, 1979, 2006 წ. წ.
  • კიკნაძე ზურაბ, შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი, 1984 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, გილგამეშიანი, 1984 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, ძველი შუამდინარული პოეზია, 1987 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, ხამურაბის კანონები, 1988 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Gilgamec, Enkidu and the nether world. Electronic Text Corpus of Sumerian Literature. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.
  2. A balbale to Suen (Nanna A). Electronic Text Corpus of Sumerian Literature. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.
  3. A balbale to Nanna (Nanna B). Electronic Text Corpus of Sumerian Literature. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.