ენდოკასტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Taung Child- ის, ახალგაზრდა ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის, ტვინის ბუნებრივი ენდოკასტი, რომელზეც თავის ქალას სახის ნაწილია მიმაგრებული

ენდოკასტი არის შიგნიდან ცარიელი ობიექტის შინაგანი ყალიბი, რომელიც ხშირად ასოცირდება კრანიალურ ღრუსთან ადამიანებში და სხვა ორგანიზმებში ტვინის განვითარების შესწავლისას. [1] ენდოკასტების შექმნა ხელოვნურად არის შესაძლებელი მიუწვდომელი სივრცის (ღრუს) თვისებების შესასწავლად, ან ისინი შეიძლება ბუნებრივად წარმოიქმნან გაქვავების შედეგად.

კრანიალური ენდოკასტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკროკანთოზავრის ციფრული კრანიალური ენდოკასტი, ადრეული ცარცული თეროპოდი

ხელოვნური ყალიბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიროკრანიუმის (ტვინის გარსის) შიდა ნაწილის ენდოკასტები ხშირად კეთდება პალეოანთროპოლოგიაში, რათა შეისწავლონ ტვინის სტრუქტურა და გადაშენებული ადამიანის წინაპრების ნახევარსფეროების სპეციალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ენდოკასტს არ შეუძლია პირდაპირ გამოავლინოს ტვინის სტრუქტურა, [1] ის მეცნიერებს საშუალებას აძლევს რომ გაზომონ ტვინის ზედაპირთან ახლოს მდებარე უბნების ზომა, განსაკუთრებით ვერნიკესა და ბროკას არე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველებასა და ინტერპრეტაციაზე.

ტრადიციულად, ყალიბის მასალა არის რეზინი ან რეზინის მსგავსი მასალა. თავის ტვინის ღრუს ღიობები, გარდა დიდი ხვრელისა[2], დახურულია და თხევადი რეზინი ირგვლივ ისხმევა ცარიელი თავის ქალის ღრუში და შემდეგ მას გასამაგრებლად ტოვებენ. შედეგად მიღებული სფეროდან, რომელიც შიგნიდან ცარიელია, შესაძლებელია ჰაერის ამოტუმბვა და ყალიბის დიდი ხვერელიდან გამოღება . [3] მსგავსი რეზინის ენდოკასტები იყო სტანდარტული პრაქტიკა მე-20 საუკუნის ბოლომდე და დღემდე გამოიყენება ზოგიერთ სფეროში. თუმცა, მეცნიერები სულ უფრო ხშირად იყენებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების ტექნოლოგიას ციფრული ენდოკასტების შესაქმნელად, რათა თავიდან აიცილონ მნიშვლენოვანი ნიმუშების დაზიანების რისკი. [4]

ბუნებრივი ენდოკასტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანოზავრის კრანიალური ღრუს ბუნებრივი (ნამარხი) ენდოკასტი, რომელიც აჩვენებს ფართო ყნოსვის ბოლქვს (მარცხნივ)

ასევე ცნობილია ბუნებრივი კრანიალური (თავის ქალის) ენდოკასტები. ცნობილი Taung Child, პირველად ნაპოვნი ავსტრალოპითეკი, შედგება ბუნებრივი ენდოკასტისგან, რომელიც დაკავშირებულია თავის ქალას სახის ნაწილთან. სწორედ ტვინის ფორმამ მისცა რეიმონდ დარტს საშუალება დასკვნისა, რომ ნამარხი ადამიანის ნათესავს ეკუთვნოდა და არა გადაშენებულ მაიმუნს . [5]

ძუძუმწოვრების ენდოკასტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წააგავს ახალ ტვინს რომლის დურა მატერი (ტვინის მყარი გარსი) თავის ადგილასაა. ასეთი „ნამარხი ტვინი“ ცნობილია ძუძუმწოვრების რამდენიმე ასეული სახეობიდან. [1] ცნობილია ბათიგენისის (პატარა მერიკოდონტი ) კრანიალური ღრუს ასზე მეტი ბუნებრივი ასლი, რომელთაგან ზოგიერთს აქვს იდენტიფიცირებადი მახასიათებლები მთავარ გირამდე . ასევე ცნობილია სხვადასხვა დინოზავრის რამდენიმე ასეული კრანიალურ ღრუს ასლი, მათ შორის ტირანოზავრის ტვინის ღრუ, რომელიც აჩვენებს, რომ ცხოველს ჰქონდა შეზღუდული ინტელექტი და კარგად განვითარებული ყნოსვა. [6] უძველესი ცნობილი ბუნებრივი კრანიალური ენდოკასტი არის ნამარხი თევზის ტვინი, რომელიც მთლიანთავიანს ეკუთვნოდა, ის დაახლოებით 300 მილიონი წლისაა. [7]

სხვა ღრუების ენდოკასტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორდოვიციული პეროდის სწორ-ნიჟარიანი თავფეხიანის ენდოკასტი, რომელიც ნიჟარის შიდა სტრუქტურას აჩვენებს.

ცხოველების ენდოსკატი ნამარხები, რომელთა ნიჟარა ადვილად იშლება ან დნება, ხშირად გვხვდება მათი ნამარხებისგან თავისუფალი, მსგავსად ზოგიერთი მოლუსკების არაგონიტის ნიჯარებისა და ზღვის ზღარბის გარე ჩონჩხისა. ხშირად გავრცელებული ფორმაა მხარფეხიანისა და ორსაგდულიანის შიდა ყალიბი. საკმაოდ სიმეტრიულ გვარში ბრაიოპროდიPentamerus, ენდოკასტი წააგავს ვულვას, რაც ამ ნამარხებს აძლევს სახელს Schamstein ან Mutterstein ("სირცხვილის ქვა" ან "დედა ქვა") გერმანულად, ხოლო ზოგიერთი ორსარქველიანი ენდოკასტი ტრადიციულად ცნობილია, როგორც ქვის გული ან ხარის გული ბრიტანეთში. [8] "სვინესუნდის ვენერა", ადრეული მეზოლითური ვენერას ფიგურა ნორვეგიიდან, ხელახლა დამუშავებული ორსარქველიანი ორდოვიციული (პერიოდი) ენდოკასტია. ასევე ცნობილია, რომ ენდოკასტები წარმოიქმნება ლოკოკინების ნიჟარებისაგან, ზღვის ზღარბებისა და მედუზების კუჭის ღრუსგანაც კი, რომლებიც ნამარხ კვალს იშვიათად ტოვებენ.

ხელოვნური ენდოკასტები ზოგჯერ სისხლძარღვებისგან სამედიცინო ან ანატომიური მიზნით კეთდება. ორგანოს სისხლძარღვში (მაგ. ტვინი ან ღვიძლი ) შეჰყავთ ფისი. როდესაც ის გამაგრებულია, ორგანო თავად იშლება და ორგანოს სისხლით მომარაგების სამგანზომილებიან გამოსახულებას ტოვებს.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Jerison, H.J.. Paleoneurology: The study of brain endocasts of extinct vertebrates. Comparative Mammalian Brain Collection. University of Wisconsin, Michigan State University, National Museum of Health and Medicine, sponsored by the National Science Foundation. ციტირების თარიღი: 17 November 2011
  2. ზურაბ კაციტაძე (2017). ადამიანის ანატომია, მე-6 გამოცემა, ნაწილი პირველი (ქართული), გამოცემა "მედია", გვ. 49. ISBN 978-9941-0-3138-0. 
  3. Dinosaurs, spitfires, and sea dragons. 
  4. The Complete Dinosaur. 
  5. Brain, C.K. Raymond Dart and our African Origins, in A Century of Nature: Twenty-One Discoveries that Changed Science and the World, Laura Garwin and Tim Lincoln, eds.
  6. Jerison, H.J.. Encyclopedia of neuroscience. Elsevier. 
  7. Oldest Fossil Brain Find Is 'Really Bizarre', LiveScience.com
  8. von Werfring, Johan (2015-05-21). „Schamstein-Therapie nach Krötenbiss“. Museumsstücke, ProgrammPunkte. Wiener Zeitung. ციტირების თარიღი: 30 July 2015.