ტირანოზავრი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტირანოზავრი (Tyrannosaurus) - გიგანტური მტაცებელი დინოზავრები. ტირანოზავრის სიგრძე 15 მეტრი და მეტიც იყო. სიმაღლე (უკანა ფეხებზე დგომისას) 6 მეტრს აჭარბებდა. ქალას სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევდა. მასიური, მძლავრი, ხანჯლისებრი კბილები ჰქონდა. ძლიერი კუდი და უკანა კიდურები სხეულის საყრდენს წარმოადგენდა, რედუცირებული წინა კიდურები კი დანამატის სახით იყო შემორჩენილი. ტირანოზავრი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უკანასკნელი დინოზავრია, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა. მისი ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზედა ცარცული პერიოდის ნალექებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 9, გვ. 723, თბ., 1985
სტატიის