ემსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემსი
Ems Wasserfall Hanekenfaehr.jpg
ქვეყნები გერმანიის დროშა გერმანია
ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სათავე ტოივტო-ბურგის ტყე
51°51′27″ ჩ. გ. 08°41′59″ ა. გ. / 51.857694° ჩ. გ. 8.699778° ა. გ. / 51.857694; 8.699778
სიგრძე 371 კმ
აუზის ფართობი 17,934 კმ²

ემსი (გერმ. Ems; ნიდერლ. Eems) — მდინარე ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიასა და ნიდერლანდის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 371 კმ, აუზის ფართობი 17,934 კმ². სათავე აქვს ტოივტო-ბურგის ტყეში, ზღვის დონიდან 129 მ სიმაღლეზე. მიედინება შუა გერმანიის დაბლობზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისა და ქვემო საქსონიის ტერიტორიებზე და შეერთვის ვადენზეეს დოლარტის ყურეს. მდინარის ქვემო მონაკვეთზე გადის სახელმწიფო საზღვარი ქვემო საქსონიასა (გერმანია) და გრონინგენის პროვინციას (ნიდერლანდი) შორის, თუმცა მდინარეზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი სადავოა ამ ორ ქვეყანას შორის. შესართავი 20 კმ სიგრძის ესტუარია. წყლის დონე მაღალია ზამთარსა და გაზაფხულზე. სანაოსნოა. ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: რაინე, ლინგენი და სხვ. შესართავის სიახლოვესაა საპორტო ქალაქი ემდენი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემსი&oldid=2508589“-დან