ემილ არგანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემილ არგანი (ფრანგ. Émile Argand; დ. 6 იანვარი, 1879, ჟენევა — გ. 14 სექტემბერი, 1940, ნევშატელი) — შვეიცარიელი გეოლოგი. შეისწავლა დასავლეთი ალპების აგებულება. შეადგინა ალპური გეოსინკლინის განვითარების სქემა. არგანის აზრით, ალპური გეოსინკლინი თავდაპირველად ერთიან როფს წარმოადგენდა, შემდეგ გართულდა შიგა აზევებებით, რომლებიც განვითარდნენ და უზარმაზარ დაწოლილ ნაოჭებად — შარიაჟებად გარდაიქმნენ. არგანის თეორიული შეხედულებანი მოცემულია მის შრომაში „აზიის ტექნიკა“, 1922 (რუს. თარგმნა 1935).

დედამიწის ქერქის დეფორმაციის მიზეზად არგანი ქერქვეშა მაგმურ დინებას მიიჩნევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]