ემილიო აგინალდო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემილიო აგინალდო

ემილიო აგინალდო (დ. 22 მარტი, 1869 — გ. 6 თებერვალი, 1964) — ფილიპინელი პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1899-1901 წწ.

მეთაურობდა ესპანელთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს 1896-1897 წწ. 1896 წელს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მიემხრო შეიარაღებულ ფილიპინელ აჯანყებულებს. 1899 წელს გახდა ფილიპინების რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. 1899-1901 წწ. ამერიკა-ფილიპინების ომის დროს ჩავარდა ტყვედ. ტყვეობის შემდეგ შეერთებულ შტატებთან კომპრომისული გზა აირჩია. 1935 წელს შეეცადა პრეზიდენტის პოსტის დაბრუნებას. მცდელობა უშედეგო გამოდგა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიკავა იაპონელთა მხარე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, თბ. 2007