ემანუელ სენიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემანუელ სენიე
Emmanuelle Seigner
Emmanuelle Seigner.jpg
ემანუელ სენიე 2008 წელს
დაბ. სახელი ემანუელ სენიე
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 22 ივნისი 1966
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მომღერალი
წლები 1984—დღემდე
მეუღლე(ები) რომან პოლანსკი (1989–დღემდე)
საცხოვრებელი ადგილი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი

ემანუელ სენიე (ფრანგ. Emmanuelle Seigner; დ. 22 ივნისი, 1966, პარიზი) — ფრანგი კინომსახიობი, მოდელი და მომღერალი. ემანუელ სენიე ცნობილი ფრანგი მსახიობის ლუის სანიეს შვილიშვილი, მსახიობ მატილდა სენიეს ალალი და და ლეგენდარული პოლონელი კინორეჟისორის რომან პოლანსკის მეუღლეა. ემანუელ სენიე ორჯერ იყო ნომინირებული სეზარის პრემიაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ემანუელ სენიე დაიბადა ცნობილი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ოჯახში[1]. 14 წლიდან იწყებს სამოდელო კარიერას და სულ მალე, საკუთარი გარეგნობის ხარჯზე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მისი ფოტოსურათები მრავალი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა. სენიეს დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს ფილმში „მედუზების წელი“. 1985 წელს ჟან-ლუკ გოდარმა სენიე გადაიღო ფილმში „დეტექტივი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯონი ჰოლიდეიმ და ნატალი ბაიმ.

1988 წელს რომან პოლანსკიმ გადაიღო ცნობილი დეტექტიური თრილერი „მოუთვინიერებელი“, სადაც მთავარი როლი ჰარისონ ფორდმა შეასრულა. ამ ფილმში ეპიზოდში თამაში ხვდა წილად ემანუელ სენიესაც.

ემანუელ სენიე მეუღლესთან (რომან პოლანსკისთან) ერთად

1992 წელს პოლანსკიმ ისევ გადაიღო თავის ფილმში სენიე, ამჯერად ეს იყო კინო „სასტიკი მთვარე“. 1990-იან წწ. სენიემ გამოამჟღავნა საარტისტო ნიჭი, განსაკუთრებით მისი ინდივიდუალურობა მის იდუმალ გარეგნობაში მდგომარეობდა. სანიესთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ასევე მისტიკური ფილმი „მეცხრე კარიბჭე“, სადაც მთავარი როლი ჯონი დეპმა (დინ კორსო) შეასრულა. „მეცხრე კარიბჭე“ რომან პოლანსკის მორიგი შედევრია. სენიე საკუთარ ამპლუას არ ღალატობს და ასრულებს იდუმალებით მოცული ქალის როლს, რომელიც ფილმის მთავარი გმირის (დინ კორსოს) თანამგზავრია. ფილმი მეტად ცნობილი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

2007 წელს ითამაშა კინოფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“, ხოლო 2010 წელს ფილმში „გარდაუვალი მკვლელობა“.

ამპლუა: დრამა, კომედია, თრილერი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Emmanuelle Seigner Biography (1966–). Retrieved from http://www.filmreference.com/film/45/Emmanuelle-Seigner.html.