ჯონი დეპი
| ჯონი დეპი | |
ჯონი დეპი 2011 წელს |
|
| დაბადების სახელი | ჯონ კრისტოფერ დეპი II |
| დაბადების ადგილი | ოუენსბორო, კენტუკის შტატი, აშშ |
| დაიბადა | ივნისი 9, 1963 |
| საქმიანობა | მსახიობი, სცენარების ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, მუსიკოსი |
| შემოქმედების წლები | 1984 – დღემდე |
| მეუღლე(ები) | ლორი ენ ელისონი (1983-1985) |
| პარტნიორ(ებ)ი |
|
| შვილები | ლილი-როუზი მელოდი დეპი ჯონ კრისტოფერი დეპი III |
ჯონ კრისტოფერ „ჯონი“ დეპი II (ინგლ. John Christopher "Johnny" Depp II; დ. 9 ივნისი, 1963[1]) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამფ-სტრიტი 21“. ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი“ (1990), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), „რანგო“ (2011), ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმებში (2003-დღემდე).
ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან“ (2007) და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003). ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ (2003, 2009).[2] 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.[3]
სექციების სია |
ადრეული წლები [რედაქტირება]
ჯონ კრისტოფერ დეპი 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში, დაიბადა.[1] მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი.[4] ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.[5]
მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.[5]
1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids“ შეუერთდა.[5]
სამსახიობო კარიერა [რედაქტირება]
ტელევიზია [რედაქტირება]
ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამფ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა.[6] სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია.[6] მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.
კინოროლები [რედაქტირება]
ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა.[6] მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.[6]
დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003),[7] რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურას როლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.[8]
ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში: „მიცვალებულის სკივრი“ (2006), „სამყაროს დასასრულთან“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა.[9]
2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მან ოქროს გლობუსი მოიგო.
საპროდიუსერო კომპანია [რედაქტირება]
2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია.[10] კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011 წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“, 2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები“.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
ჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს 1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს.[11] მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა.[12] დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002).[13]
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
მსახიობი [რედაქტირება]
| წელი | ქართულად | ორიგინალური სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|---|
| 1984 | ფ | საშინელება თელების ქუჩაზე | A Nightmare on Elm Street | გლენ ლენცი |
| 1985 | ფ | პირადი კურორტი | Private Resort | ჯეკ მარშალი |
| 1986 | ფ | ნელი წვა | Slow Burn | დონი ფლაშერი |
| 1986 | ფ | რაზმი | Platoon | ლერნერი |
| 1995 | ფ | დონ ჟუან დემარკო | Don Juan DeMarco | დონ ჟუანი/ჯონ რ. დემარკო |
| 1999 | ფ | მეცხრე კარიბჭე | The Ninth Gate | დინ კორსო |
| 2000 | ფ | შოკოლადი | Chocolat | როუქსი |
| 2003 | ფ | ერთხელ მექსიკაში | Once Upon a Time in Mexico | შელდონ სენდსი |
| 2003 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა | Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl | ჯეკ ბეღურა |
| 2004 | ფ | ჯადოსნური ქვეყანა | Finding Neverland | ჯეიმზ ბარი |
| 2005 | ფ | ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | Charlie and the Chocolate Factory | ვილი ვონკა |
| 2005 | ფ | პატარძალი-გვამი | Corpse Bride | ვიქტორ ვან დორტი |
| 2005 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი | Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest | ჯეკ ბეღურა |
| 2007 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასასრულთან | Pirates of the Caribbean: At World's End | ჯეკ ბეღურა |
| 2007 | ფ | სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან | Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street | სუინი ტოდი/ბენჯამინ ბარკერი |
| 2010 | ფ | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | Alice in Wonderland | შეშლილი მექუდე |
| 2011 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე | Pirates of the Caribbean: On Stranger Tides | ჯეკ ბეღურა |
| 2011 | ფ | ჯეკი და ჯილი | Jack and Jill | საკუთარი თავი |
| 2012 | ფ | ბნელი ჩრდილები | Dark Shadows | ბარნაბას კოლინსი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის სტატია: ჯონი დეპი- ჯონი დეპი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Celebrity Central: Johnny Depp. People.
- ↑ Johnny Depp at People. People (May 19, 2011).
- ↑ Justin Bieber, Miranda Cosgrove, & Lady Gaga Are Welcomed Into 2012 Guinness World Records. kaneshow.com
- ↑ The Genealogist, "Richard T. Oren Depp ( 1 879- 1 9 1 2); m. Effie America Palmore. 9th gen. Oren Larimore Depp; m. Violet Grinstead. 10th gen. John Christopher Depp; m. Betty Sue Wells. 1 1th gen John Christopher Depp II (Johnny Depp), b. 9 June 1963, Owensboro. See Warder Harrison, "Screen Star, Johnny Depp, Has Many Relatives in Ky.," Kentucky Explorer (Jackson, Ky), July–August 1997, 38–39. 247 Barren Co."
- ↑ 5.0 5.1 5.2 Johnny Depp biography. biography.com.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 განაცხადა „Inside the Actors Studio“-სთან ინტერვიუში, 2002 წელს.
- ↑ Interview: Johnny Depp. MoviesOnline.
- ↑ Charlie and the Chocolate Factory. Hollywood Foreign Press Association.
- ↑ ‘Pirates’ plunders record $132M at box office. nbcnews
- ↑ Johnny Depp Infinitum Nihil. Deppimpact.com. წაკითხვის თარიღი: June 15, 2012.
- ↑ Johnny Depp Not the Marrying Kind. SoFeminine.co.uk.
- ↑ Johnny Depp & Vanessa Paradis Officially Split. People (June 19, 2012).
- ↑ “Baby boy for Depp and Paradis“, BBC News, September 18, 2002.