ელ-მინიის მუჰაფაზა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მუჰაფაზა
ელ-მინია
محافظة المنيا
|
ელ-მინია (არაბ. محافظة المنيا) არის ეგვიპტის 29 საგუბერნატოროდან ერთი. საგუბერნატორო მდებარეობს ეგვიპტის ცენტრალურ ნაწილში . ელ-მინიას საგუბერნატოროს აღმოსავლეთის საზღვარი გადის მდინარე ნილოსზე. პროვინციას ესაზღვრება 5 ეგვიპტიური საგუბერნატორო : მატრუჰი , ბანი-სუაფი, ასიუტი , წითელი ზღვა და ახალი ველი.
საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ელ-მინია. პროვინციის ფართობი შეადგენს 32,279 კმ²-ს . ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად პროვინცია საკმაოდ დასდახლებულია , 2006 წლის მონაცემებით ელ-მინიას მოსახლეობა 4,200,000 ადამიანია .
სექციების სია |
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
საგუბერნატორო იყოფა 9 რაიონად. პროვინციაში სულ 10 ქალაქია ესენია :
- ახალი მინია — ახალი ქალაქი ნილოსის ჩრდილოეთ ნაწილში .
- აბუ ქირქასი
- ბენი მაზარი
- დეირ მავასი
- სამალუტი
- ელ-იდვა
- მათაი
- მალავი
- ელ-მინია
ცნობილი ელ-მინიელები [რედაქტირება]
- აბდალ ჰალიქ ამერი, სამხედრო გენერალი
- ამენჰოტეპ IV, ფარაონი
- ჰეკიმი, მომღერალი
- ჰოდე შერევი, მსახიობი ქალი
- ხეოფსი, ფარაონი იყო 4 დინასტიის წარმომადგენელი
- ლუის ავედი, მწერალი და ინტელექტუალი
- მარია ალ Qibtiyya, მუჰამედის ცოლი
- სენე ჰემილი, მსახიობი
- სუზანა მუბარაკი, ეგვიპტის პირველი ლედი
- ტაჰა ჰუსეინი, მწერალი და ინტელექტუალი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||
სტატიის