ელექტრული დენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრული დენი ეწოდება დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას, მაგალითად ელექტრული ველის გავლენით. კონტექსტის მიხედვით იგი შეიძლება აგრეთვე აღნიშნავდეს დენის ძალას.[1] დენის გადამტანი ნაწილაკები შეიძლება იყვნენ ელექტრონები (გამტარებში), იონები (ელექტროლიტებში), ორივე მათგანი (პლაზმაში) ან ელექტრონები და ე.წ. ხვრელები (ნახევარგამტარებში).[2]

მახასიათებლები[რედაქტირება]

დენის მიმართულება[რედაქტირება]

ისტორიულად დენის მიმართულებად გამტარებში მიღებულია დადებითად დამუხტული ნაწილაკების მიმართულება. ამასთან, თუ დენის გადამტანები არიან უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები (მაგალითად ელექტრონები მეტალებში), მაშინ დენის მიმართულება ნაწილაკების მოძრაობის საწინააღმდეგოა.

დენის ძალა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დენის ძალა.

დენის ძალა არის ფიზიკური სიდიდე რომელიც გამტარის კვეთაში დროის ერთეულში გასული მუხტის ტოლია. SI სისტემაში დენის ძალის ერთეული არის ამპერი.

ომის კანონის მიხედვით დენის ძალა (I) პროპორციულია გამტარზე მოდებული ძაბვისა (U) და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა (R):

I = \frac{U}{R}

დენის სიმკვრივე არის ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომლის მოდული ტოლია რაიმე ზედაპირის (მის პერპენდიკულარულად) გამჭოლი დენის ფარდობისა ამ ზედაპირის ფართობთან. დენის სიმკვრივის ვექტორის მიმართულება ემთხვევა დადებითად დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის მიმართულებას.

ომის კანონის მიხედვით დენის სიმკვრივე გარემოში (\vec{j}) პროპორციული ელექტრული ველის დაძაბულობისა (\vec{E}) და გარემოს გამტარებლობისა (\ \sigma):

\vec{j} = \sigma\vec{E}

დენის სიმკვრივე SI სისტემაში იზომება ამპერებში კვადრატულ მეტრზე.

სიმძლავრე[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჯოულის კანონი.

გამტარში დენის არსებობის შემთხვევაში სრულდება მუშაობა. ეს მუშაობა გამოიყოფა სითბოს სახით. სითბური დანაკარგების სიმძლავრე განიმარტება როგორც დროის ერთეულში გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. ჯოულის კანონის თანახმად გამტარში გამოყოფილი სიმძლავრე პროპორციულია გასული დენიდა და მოდებული ძაბვისა:

P = IU = I^2R = \frac{U^2}{R}

სიმძლავრის ერთეული SI სისტემაში არის ვატი.

უწყვეტ გარემოში (მაგალითად პლაზმაში) დანაკარგების მოცულობითი სიმძლავრე განიმარტება როგორც დენის სიმკვრივის ვექტორისა (\vec{j}) და ელექტრული ველის დაძაბულობის სკალარული ნამრავლი:

p = \left(\vec{j}\vec{E}\right) = \sigma E^2 = \frac{j^2}{\sigma}

მოცულობითი სიმძლავრე იზომება ვატებში კუბურ მეტრზე ერთეულებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Lakatos, John; Oenoki, Keiji; Judez, Hector; Oenoki, Kazushi; Hyun Kyu Cho (March 1998). Learn Physics Today!. Colegio Franklin D. Roosevelt. წაკითხვის თარიღი: 2009-03-10.
  2. Anthony C. Fischer-Cripps (2004). The electronics companion. CRC Press, გვ. 13. ISBN 9780750310123.