ელენე გოგოლევა
ელენე ნიკოლოზის ასული გოგოლევა (რუს. Еле́на Никола́евна Го́голева; დ. 25 მარტი, 1900, მოსკოვი — გ. 15 ნოემბერი, 1993, იქვე) — რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1949), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1964), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1947, 1948, 1949).
დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიასთან არსებული მუსიკალურ-დრამატული სასწავლებელი. მე-2 კურსიდან მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოფიო (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), პრინცესა ებოლი (ფ. შილერის „დონ კარლოსი“, დადგმა კოტე მარჯანიშვილისა, 1933), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვ. მონაწილეობდა ქართულ-რუსულ თეატრალურ ურთიერთობებში. პერიოდულად გამოდიოდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 69.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 200.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატეგორია:
- დაბადებული 25 მარტი
- დაბადებული 1900
- გარდაცვლილი 15 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1993
- XX საუკუნის რუსი ქალი მსახიობები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ვაგანკოვოს სასაფლაოზე დაკრძალულები