ევროსი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | ნომი |
| შედის | აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკიას რეგიონში |
| ადმინ. ცენტრი | ალექსანდროპოლისი |
| ოფიც. ენა | ბერძნული ენა |
| მოსახლეობა (2005) | 150 580 |
| სიმჭიდროვე | 35,5 კაცი/კმ² |
| ფართობი | 4242 კმ² |
| კოდი ISO 3166-2 | GR-72 |
| საფოსტო ინდექსები | 68x xx |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | EB, OP |
| ოფიციალური საიტი | |
| ევროსი | |
ევროსი (ბერძნ. Έβρος) — ნომი საბერძნეთში, მდებარეობს აღმოსავლეთი მაკედონიის და თრაკიას რეგიონში, თავისი დასახელება ნომმა მიიღო მდინარე მარიცას ბერძნული სახელისაგან — ევროსი.
ფართობი — 4242 კმ² (ერთერთი ყველაზე დიდი ნომია საბერძნეთში), მოსახლეობა — 144 023 ადამიანი.ევროსის ნომის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ალექსანდროპოლისი (ალექსანდროპოლი) (თურქულ და ბულგარულ ენაზე ცნობილია, როგორც დედეაგაჩი).
სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და დასახლებული პუნქტები:
- დიდიმოტეიხო,
- ორესტიადა,
- სოუფლი
- ფერე (ფერესი).
სექციების სია |
[რედაქტირება] მოსახლეობა
ქრისტიანი მოსახლეობა შედგება თითქმის მხოლოდ ბერძნებისაგან (95 %), რომელთა უმრავლესობა მეორე-მეოთხე თაობა არის ანატოლიიდან და აღმოსავლეთ თრაკიიდან დევნილი ბერძნების. მუსულმანები შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის 5 %. ამასთან ნახევარ მათგანს აქვთ თურქული და ნახევარს ბულგარული წარმომავლობა (პომაკები).
ბოლო დროებში ევროსი გადაიქცა არალეგალ ემიგრანტთა სატრანზიტო პუნქტად, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან, რომელთაც სურთ მოხვდნენ საბერძნეთში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
[რედაქტირება] მუნიციპალიტეტები
პერიფერიული ერთეული ევროსი იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.
| ალექსანდროპოლისი (1) |
| დიდიმოტეიხო (2) |
| ორესტიადა (3) |
| სამოთრაკია (4) |
| სოუფლი (5) |
[რედაქტირება] კლიმატი
რეგიონში დომინირებს ძირითადად ხმელთაშუაზღვის კლიმატი, უფრო ცივია ჩრდილოეთი ნაწილი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
ევროსი — ერთერთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონია საბერძნეთში, თუმცა ბოლო დროს ხელისუფლება იღებს გარკვრულ ზომებს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის.
[რედაქტირება] ეკოლოგია
ევროსის ნომის ტერიტორიაზე მდებარეობს ევროპული ღირებულებების ორი ეროვნული პარკი:
- დადა-ლევკიმი-სუფლი. გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად 1980 წლიდან.
- მდინარე ევროსის დელტა. იმყოფება Ramsar-ის კონვენციის დაცვის ქვეშ.