ევროპის სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის სასახლე (გერმ. Europapalast; ფრანგ. Palais de l'Europe; ინგლ. Palace of Europe) მდებარეობს სტრასბურგში და არის ევროსაბჭოს შტაბბინა.

შენობის ავტორია არქიტექტორი ანრი ბერნარი. მისი ინაუგურაცია მოხდა 1977 წელს. სიგრძით და სიგანით იგი 106 მეტრია, სიმაღლე კი 38 მეტრი აქვს და 9 სართულს ითვლის მისი მთლიანი ფართობი 64 000 კვ. მეტრია. შენობაში განთავსებულია 17 დარბაზი და ასამდე კაბინეტი ევროსაბჭოს სამდივნოში მომსახურე პირებისთვის. შენობის გარეთა მხარე წითელი, ვერცხლისფერი და ყავისფერია.

ევროპის სასახლე მდებარეობს სტრასბურგის „ევროპულ უბანში“, ქალაქის ისტორიული ცენტრიდან, დიდი კუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: