ევკომია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევკომია
Eucommia-ulmoides.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Eucommia

ევკომია (Eucommia), მცენარის გვარი ევკომიასებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობაა თელისფოთოლა ევკომია (Eucommia ulmoides). 15-20 მ სიმაღლის ორსახლიანი ხეა. მოგრძო ელიფსური ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილი წვრილია, ნაყოფი ერთბუდიანი. ევკომია ველურად იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ ჩინეთის მთიან რაიონებში. ევკომიის ნარგაობა არის საქართველოში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და კრასნოდარის მხარეში. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს (%-ობით) გუტას (საიდანაც გუტაპერჩს ღებულობენ); ფოთოლი 3-6, ტანისა და ტოტების ქერქი 2-8, ფესვი 7-14. ნაყოფი 8-14. 6-7-წლიანი პლანტაციიდან 1 ჰა-ზე იღებენ 100კგ-მდე გუტაპერჩნს, რომელსაც ტექნიკასა და მედიცინაში იყენებენ. ევკომიის ბუჩქის ქერქიდან ამზადებენ წამლებს ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ. ევკომია სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, შედარებით ყინვაგამძლე მცენარეა. მრავლდება თესლითა და ევგეტატიურად. მოსავალს დარგვიდან მეოთხე წელს იღებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჩიქვანაია ე., ქსე, ტ. 4, გვ.33-34, თბ., 1979