ევგენი კისინი
ევგენი კისინი (რუს. Евгений Игоревич Кисин; დ. 10 ოქტომბერი, 1971) - რუსი პიანისტი
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა მოსკოვში. 1 წლის ასაკში დაიწყო სმენით მღერა, 2 წლიდან ფორტეპიანოზე დაკვრა. 6 წლის შევიდა გნესინების სახელობის მუსიკალურ სკოლაში. პირველი და ერთადერთი მასწავლებელი - ანა კანტორი.
10 წლის ასაკში კისინი პირველად გავიდა კონცერტზე ორკესტრტან. შეასრულეს მოცარტის მე-20 საფორტეპიანო კონცერტი. ერთი წლის შემდეგ გამართა სოლო კონცერტი. 1984 წელს (12 წლის) ორკესტრთან ერთად დაუკრა შოპენის პირველი და მეორე კონცერტი ორკესტრთან მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
1985 წელს კისინი პირველად წავიდა საზღვარგარეთ კონცერტებით, 1987 წელს ჰქონდა დებიუტი დასავლეთ ევროპასა და ბერლინის ფესტივალში.
1988 წელს კისინი გავიდა საახალწლო კონცერტზე, სადაც ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით, ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად შესრულდა პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი.
90-იანი წლების დასაწყისში ოჯახი ოფიციალურად გადადის აშშ-ში.
[რედაქტირება] პრემიები და პრიზები
- მუსიკალური აკადემია "Chigiana"-ს პრემია - წლის საუკეთესო პიანისტი (იტალია, 1991)
- ჟურნალი "Musical America"-ს პრემია - წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი (1994)
- პრემია "Триумф" - (რუსეთი, 1997)
- შოსტაკოვიჩის სახელობის პრემია - (რუსეთი, 2003)
- კარაიანის სახელობის პრემია - (გერმანია, 2005)
- გრემის ჯილდო - "საუკეთესო კლასიკური მუსიკის შესრულება სოლო ინსტრუმენტზე" სკრიაბინის, მატნერის და სტრავინსკის ნაწარმოებების შესრულებისთვის. (აშშ, 2006)
- ბენედეტი მიკელანჯელის სახელობის პრემია (იტალია, 2007)
სტატიის