ედუარდ ფონ ლევინსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედუარდ იულიუს ლუდვიგ ფონ ლევინსკი (გერმ.: Eduard Julius Ludwig von Lewinski) (დ. 22 თებერვალი, 1829, მიუნსტერი — გ. 17 სექტემბერი, 1906, მისსავე სასახლეში ბურგვიც-ტრებნიცში) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, პრუსიის არმიის არტილერიის გენერალი.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

დანიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში იგი მეთაურობდა 1-ელ გვარდიულ ასეულს.
გერმანულ ომში ლევინსკი 1-ლი არმიის შტაბში მსახურობდა.
მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება და გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში.
საფრანგეთის წინააღმდეგ ომში იგი ჯერ ისევ 1-ლი არმიის შტაბში მსახურობდა, ხოლო მოგვიანებით სამხეთის არმიის ობერკვარტერმაისტერად დაინიშნა
ლევინსკი გადაყვანილ იქნა მე-9 არმიული კორპუსის გენშტაბის შეფის თანამდებობაზე.
მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა 24-ე საარტილერიო პოლკის სარდლად.
დაინიშნა მე-2 საველე საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.
მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
გადაიყვანეს მე-2 საველე საარტილერიო ინსპექციის ინსპექტორად
მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

დაინიშნა მე-6 არმიული კორპუსის ხელმძღვანელ გენერლად.

მიენიჭა არტილერიის გენერლის წოდება.
ლევინსკი სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
17 სექტემბერი : ედუარდ ფონ ლევინსკი გარდაიცვალა საკუთარ სასახლეში ბურგვიც-ტრებნიცში.

მისი უმცროსი ძმა ალფრედ ფონ ლევინსკიც პრუსიის არმიის გენერალი იყო, ხოლო სახელგანთქმული გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი ერიხ ფონ მანშტაინი მისი ღვიძლი შვილი (დაბ.: ერიხ ფონ ლევინსკი), რომელიც მოგვიანებით ბიძამ გენერალმა გეორგ ფონ მანშტაინმა იშვილა და თავისი გვარი მისცა.