დოქტორ ნოუ
| დოქტორ ნოუ | |
”დოქტორ ნოუ”, ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: | |
| სცენარის ავტორი: |
რიჩარდ მეიბაუმი |
| მთავარ როლებში: |
შონ კონერი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| დისტრიბუტორი: | |
| ქვეყანა: |
110 წთ. |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
1 მილიონი დოლარი |
დოქტორ ნოუ (1962) — პირველი ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია ტერენს იანგი.
ამ ფილმში ბონდი, საიდუმლო დაზვერვის აგენტი, გაგზავნილია იამაიკაზე, რათა გამოიძიოს ბრიტანელი აგენტის სიკვდილის გარემოებები. გამოძიება მას მიიყვანს დოქტორ ჯულიუს ნოუსთან. ბონდი აღმოაჩენს, რომ ნოუ აპირებს ამერიკული რაკეტები და მის მიზნებს ჩაახშობს.
ფილმში ჯერ არ არის ნახსენები, რომ ბონდს გააჩნია ორმაგი ნულის სტატუსი (რაც მას აძლევს ნებისმიერი ადამიანის მოკვლის ლიცენზიას) - იგი წარმოგვიდგება, როგორც ომის ვეტერანი. თუმცა, ბონდის ფილმებისათვის დამახასიათებელი ტრადიციები ჩამოყალიბდა უკვე ამ ნამუშევარში. აღსანიშნავია ფილმის დაწყებისას ეკრანზე ბონდის გამოსვლის სცენა და გასროლა მაყურებლის მიმართულებით და სტილისტური შესავალი სიმღერის თანხლებით. დიზაინერ კენ ადამის ინიციატივით შეიქმნა უნიკალური ვიზუალური სტილი, რომელიც დღემდე ახლავს 007-ის ყველა ფილმს.
ფილმის წარმატებამ მის შემქმნელებს უბიძგა გაგრძელებებზე მუშაობა. ამასთან, ბონდის კინოში გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ე.წ. ’’ჯაშუშური ფილმების’’ ტრადიციას და გავლენა იქონია ამ ქვეჟანრზე.
[რედაქტირება] მუსიკა
|
|||||||||||||||||||||||||