ალმასები სამუდამოდ
ალმასები სამუდამოდ (1971) — მეშვიდე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის 1956 წლის რომანის მიხედვით.
ამ სერიაში ჯეიმზ ბონდი კვლავ ეძებს ერნსტ სტავრო ბლოფელდს, ამჯერად - მეუღლის მოკვლის გამო შურის საძიებლად. იგი პოულობს ბლოფელდის ლაბორატორიას, თავად ბლოფელდს კი აგდებს ადუღებულ სითხეში. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს ერნსტის ორეულია.
მ აძლევს ბონდს დავალებას, გამოიძიოს სამხრეთ აფრიკიდან გატაცებული ალმასების საქმე. ამ გამოძიებისას ბონდი მოხვდება ამსტერდამში, სადაც გაიცნობს ვინმე ტიფანი კეისს. აშშ-ში გამგზავრებულ წყვილს ეხმარება ფელიქს ლეითერი. ბონდი აღმოაჩენს, რომ ალმასების საქმის უკან კვლავ ბლოფელდი იმალება, რომელიც მათი მეშვეობით აპირებს კოსმიური ლაზერის სიმძლავრის მომატებას, რათა გაანადგუროს ყველა ატომური რაკეტა და წყალქვეშა ნავი. ბლოფელდი თითქმის კუთხეშია მიმწყვდეული, მაგრამ კვლავ შესძლებს გაქცევას.
[რედაქტირება] მუსიკა
|
|||||||||||||||||||||||||