მამაკაცი ოქროს პისტოლეტით

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამაკაცი ოქროს პისტოლეტით
”მამაკაცი ოქროს პისტოლეტით”, ფილმის პოსტერი
”მამაკაცი ოქროს პისტოლეტით”, ფილმის პოსტერი
რეჟისორი:

გაი ჰამილტონი

პროდიუსერი:

ჰარი ზალცმანი
ალბერტ ბროკოლი
ჩარლზ ორმი

სცენარის ავტორი:

რიჩარდ მაიბაუმი
ტომ მანკიევიჩი

მთავარ როლებში:

როჯერ მური
კრისტოფერ ლი
ბრიტ ეკლანდი
მოდ ადამსი

კომპოზიტორი:

ჯონ ბარი

ოპერატორი:

ტედ მური, ოსვალდ მორისი

დისტრიბუტორი:

United Artists

ხანგრძლივობა:

125 წთ.

ქვეყანა:

ბრიტანეთი

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

7,000,000 დოლარი

წინა:

იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი (1973)

შემდეგი:

ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი (1977)

IMDb პროფილი

მამაკაცი ოქროს პისტოლეტით (1974) — მეცხრე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ და რიგით მეორე ფილმი ამ სერიალიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როჯერ მურმა. ფილმი ეფუძნება იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების წიგნს.

ამ ფილმში ჯეიმზ ბონდს აგზავნიან სოლექსის აგიტატორის მოსაძიებლად - ეს არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მზის ენერგიის აკუმულირება და გამოყენება. ჯეიმზი, აგენტ მერი გუდნაითის დახმარებით ებრძვის ფრანცისკო სკარამანგას - მამაკაცს ოქროს პისტოლეტით. ფილმი სრულდება მათი დუელით.

მამაკაცი ოქროს პისტოლეტით იყო ბონდიანის უკანასკნელი ფილმი, რომელიც გაი ჰამილტონის რეჟისურით გადაიღეს. ფილმი გამოვიდა 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდში, რომელიც იმ დროს აქტუალური თემა იყო. 1974 წლის 14 დეკემბრისათვის, როდესაც ფილმი გამოვიდა, ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ამ კრიზისიდან.

კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს კრისტოფერ ლის მიერ შესრულებული სკარამანგას როლი, მაგრამ გააკრიტიკეს როლის შესრულებისადმი მისი კომიკური მიდგომა.

[რედაქტირება] მუსიკა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე