დმიტრი ბორტნიანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დმიტრი ბორტნიანსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1751(1751-10-28)[1]
დაბ. ადგილი გლუხოვი, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] [3] [4] [5] [6]
გარდ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1825(1825-10-10)[7] [2] [4] [6] [8] (73 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[3] [4] [5] [6]
დასაფლავებულია ტიხვინის სასაფლაო[8]
დმიტრი ბორტნიანსკი ვიკისაწყობში

დმიტრი სტეფანეს ძე ბორტნიანსკი[9][10] (რუს. Дмитрий Степанович Бортнянский; დ. 28 ოქტომბერი, 1751, გლუხოვი[11][12][13] — გ. 10 ოქტომბერი, 1825, სანქტ-პეტერბურგი)[14]რუსი[15] და უკრაინელი[16] კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც ეკატერინე დიდის „სასამართლოში“ მსახურობდა. ბორტნიაკს გადამწყვეტი მნიჩვნელობა ენიჭება როგორც უკრაინის ისე რუსეთის მუსიკალურ ისტორიაში: ორივე ერი მას საკუთრად მიიჩნევს.[17].

ბორტნიანსკი, რომელსაც პალესტრინას ადარებენ,[18] დღეს ცნობილია თავისი საეკლესიო მოღვაწეობებითა და საგუნდო კონცერტების ჟანრში ნაყოფიერი ღვაწლით.[19] არტემი ვედელსა და მაკსიმ ბერეზოვსკისთან ერთად ის იყო თავისი ეპოქის „ოქროს სამეული“ს ერთ-ერთი წევრი. ბორტნიანსკი იმდენად პოპულარული იყო რუსეთის იმპერიაში, რომ მისი ფიგურა 1862 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის ათასწლეულის ბრინჯაოს ძეგლში, ნოვგოროდის კრემლში. ბოტნიანსკი ბევრ განსხვავებულ მისიკის სტილის კომპოზიციებს ქმნიდა; მათშორისაა საგუნდო კომპოზიციები ფრანგულ, იტალიურ, ლათინურ, გერმანულ და საეკლესიო სლავურ ენებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დმიტრი ბორტნიანსკი დაიბადა 1751 წლის 28 ოქტომბერს გლუხოვში,[20] კაზაკ ჰეტმანატში, რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი უკრაინა). მისი მამა იყო სტეფან სკურატი (ან შკურატი), ლემკო-რუსინის მართლმადიდებელი რელიგიური ლტოლვილი პოლონეთის მალოპოლსკის რაიონის სოფელ ბარტნიდან. კირილ რაზუმოვსკის დაქვემდებარების ქვეში სტეფან სკურატი მსახურობდა როგორც „კოსაკი“. დიმიტრის დედა იყო მარინა დმიტრიევნა ტოლსტაია, რუსი მემამულე ტოლსტოის ქვრივი, რომელიც გლუხოვში ცხოვრობდა. შვიდი წლის ასაკში, ადგილობრივ საეკლესიო გუნდში გამოჩენილ დიმიტრის შესანიშნავმა ნიჭმა მას საშუალება მისცა წასულიყო იმპერიის დედაქალაქში და ემღერა სანქტ–პეტერბურგში საიმპერატორო სამლოცველო გუნდთან ერთად. დიმიტრის ნახევარძმა, ივან ტოლსტოი აგრეთვე საიმპერატორო სამლოცველო გუნდთან ერთად მღეროდა.[21] აქ დიმიტრი მუსიკასა და კომპოზიციებს სწავლობდა Imperial Chapel Chor-ის რეჟისორის, იტალიელი ოსტატის ბალდასარე გალუფპის ხელმძღვანელობით. როდესაც გალუფპი იტალიაში გაემგზავრა 1769 წელს, მან თან წაიყვანა ბიჭი. იტალიაში, ბორტნიანსკიმ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ოპერების კომპოზიციებში: Creonte (1776) და Alcide (1778) ვენეციაში, და Quinto Fabio (1779) მოდენაში. ორივე, კაპელასა და საორკესტრო თანხლებით მან ასევე შეასრულა წმინდა ნამუშევრები ლათინურ და გერმანულ ენებზე (მათ შორისაა ავა მარია-ც ორი ხმითა და ორკესტრით).

ოსტატობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1779 წელს ბორტიანსკი სანქტ-პეტერბურგის სასამართლო კაპელაში დაბრუნდა და შემოქმედებითად აყვავდა. მან შეასრულა კიდევ ოთხი ოპერა (ყველა ფრანგულად, ფრანც-ჰერმან ლაფერმიერის „ლიბრეტთან“ ერთად): Le Faucon (1786), La fête du seigneur (1786), Don Carlos (1786), და Le fils-rival ou La moderne Stratonice (1787). ბორტნიანსკიმ ამ დროს დაწერა არაერთი ინსტრუმენტული ნამუშევარი, მათ შორის საფორტეპიანო სონატები და საფორტეპიანო კვინტეტები არფასთან ერთად, და ფრანგული სიმღერების ციკლი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბორტალიანისკის გენიალური შედეგი ძალიან დიდი აღმოჩნდა უარსაყოფად და 1796 წელს იგი დაინიშნა საიმპერატორო სამლოცველო გუნდის დირექტორად; იყო პირველი დირექტორი, რომელიც რუსეთის იმპერიის გარედან არ იყო იმპორტირებული. დიმიტრი ბორტნიანსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში, 1825 წლის 10 ოქტომბერს და დაიკრძალა პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე. XX საუკუნეში მისი ნაშთები ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტერში გადაასვენეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119121999 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Н. Грушке Бортнянский, Дмитрий Степанович // Русский биографический словарьСПб: 1908. — Т. 3. — С. 285–289.
  3. 3.0 3.1 П. Бортнянский // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. ЭнгельМосква: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 1. — С. 146–147.
  4. 4.0 4.1 4.2 Н. Соловьев Бортнянский, Дмитрий Степанович // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IV. — С. 449–450.
  5. 5.0 5.1 Бортнянский Дмитрий Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. 6.0 6.1 6.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1996.
  9. Ritzarev, Marina: Eighteenth-Century Russian Music. London and New York: Routledge, 2016. P. 105.
  10. The Cambridge History of Music
  11. The Concise Oxford Dictionary of Music
  12. "Glukhov"+bortnyansky&hl=de&sa=X&ved=0ahUKEwix2NDR3ZPjAhUlxaYKHaetBNsQ6AEIKjAA#v=onepage&q="Glukhov"%20bortnyansky&f=false Ritzarev, Marina: Eighteenth-Century Russian Music. London and New York: Routledge, 2016. P. 105.
  13. "glukhov"+bortnyansky&dq="glukhov"+bortnyansky&hl=de&sa=X&ved=0ahUKEwibjYe04ZPjAhUL16QKHWOjAO0Q6AEIajAJ History of Russian Church Music, 988-1917. Brill, 1982. P. 94.
  14. HymnTime. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-09. ციტირების თარიღი: 2019-12-02.
  15. * Dmitry Stepanovich Bortniansky (The Columbia Encyclopedia)
  16. Kuzma, Marika (1996). „Bortniansky à la Bortniansky: An Examination of the Sources of Dmitry Bortniansky's Choral Concertos“. The Journal of Musicology. 14 (2): 183–212. doi:10.2307/763922. ISSN 0277-9269. JSTOR 763922.
  17. Rzhevsky, Nicholas: The Cambridge Companion to Modern Russian Culture. Cambridge 1998. P. 239.
  18. Morozan, Vladimir (2013). „Russian Choral Repertoire“, Nineteenth-Century Choral Music, გვ. 437. 
  19. The Concise Oxford Dictionary of Music
  20. Kovalev, Konstantin: Bortniansky. Moscow 1998. P. 34.