დიქტიოტასნაირნი
დიქტიოტასნაირნი (Dictyotales), წაბლა წყალმცენარეების რიგი. მოიცავს 1000-ზე მეტ სახეობას. ცხოვრობენ თბილ ზღვებში. საქართველოში — შავ ზღვაში. 8-25 სმ სიგრძის თალუსი დიქოტომიურად დატოტვილია მრავალრიცხოვან სეგმენტებად (Dictyota) ან მარაოსებრია (Padina); შედგება ერთ ან რამდენიმე რიგად განლაგებული დიდი უფერული უჯრედებისაგან და ერთრიგად განლაგებული წვრილუჯრედებიანი ქერქისაგან; ზრდა კენწრულია. დიქტიოტასნაირნი მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. გამეტოფიტს და სპოროფიტს ერთნაირი აგებულება აქვს. უსქესო გამრავლება, ხდება უძრავი სპორებით — ტეტრასპორებით, რომლებიც ვითარდება ტეტრასპორანგიუმებში, სქესობრივი გამრავლება — იოგამიის გზით. ოოგონიუმში ვითარდება თითო კვერცხუჯრედი, ხოლო ანთერიდიუმში მრავალი ერთშოლტიანი ანთეროზოიდი. დიქტიოტასნაირნი ხშირად ორსახლიანია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 591, თბ., 1978
სტატიის