დიულა აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

დიულა ვაჟას ძე აბაშიძე (დ. 26 აგვისტო, 1941, თბილისი, — გ. 7 აპრილი, 2004, იქვე) — ქართველი გენერალ-მაიორი (15 მარტი, 1993).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა ბაქოს უმაღლესი საერო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი, ხოლო 1975 წელს მოსკოვის სამხედრო აკადემია. მსახურობდა უნგრეთში, ბელორუსიისა და შუა აზიის სამხრეთ ოლქებში. ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ქალაქ ტაშკენტის აღდგენაში მიწისძვრის შემდეგ. 1975–1979 წლებში იყო პოლკის მეთაურის მოადგილე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ხოლო 1979–1981 წლებში — ავღანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მრჩეველი. იქვე ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1981–1986 წლებში იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე შუა აზიის სამხრეთ ოლქში, ხოლო 1986-1991 წლებში კორპუსის მეთაურის მოადგილე ოდესის სამხრეთ ოლქში. ყირიმში პოლკოვნიკმა აბაშიძემ ჩამოაყალიბა საქართველოს სათვისტომო, იყო მისი გამგებლობის პირველი პრეზიდენტი. 1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფორის მოადგილე, 1992 წლის თებერვლიდან — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი; 1992 წლიდან სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს რესპუბლიკიდან ცხინვალის რეგიონის ზონაში, ხოლო 1994 წლიდან სამეგრელოს რეგიონში.

დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით, აგრეთვე ავღანეთის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]