დირჰემი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დირჰემი, იგივე დირჰამი, ძველი არაბული ვერცხლის მონეტა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა); იჭრებოდა 698-699 წლებიდან; მისი წონა VII საუკუნის ბოლოსათვის 2,97 გრ. დირჰემის შუბლზე ქუფური შრიფტით წარწერილი იყო რელიგიური ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე — ყურანის სურები. ამგვარი დირჰემი იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში, ჰიჯრის 85 (704-705 წწ.). დირჰემი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. VIII საუკუნიდან არაბულმა (ქუფურმა) დირჰემმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო სისტემაში; ის მრავლადაა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებისას. ძველ ქართულ წყაროებში ვერცხლის ფულის, ანუ არაბული დირჰემის, აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი დრამა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ჯალაღანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, გვ. 568-569, თბ., 1978 წელი.
სტატიის