დიპონეგოროს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 9 იანვარი, 1957
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
სტუდენტი 38 503
ქვეყანა ინდონეზია[1]
ტელეფონი +62247460036[2]
კავშირები ASEAN University Network[3] და ASEAN European Academic University Network[4]
დიპონეგოროს უნივერსიტეტი — ინდონეზია
დიპონეგოროს უნივერსიტეტი
https://www.undip.ac.id[2]

დიპონეგოროს უნივერსიტეტი (ინდონ. Universitas Diponegoro) ― საჯარო უნივერსიტეტი სემარანგში, ინდონეზიაში. დაარსდა 1957 წელს, როგორც სემარანგის უნივერსიტეტის ფონდის კერძო უნივერსიტეტი, თუმცა 1960 წელს საჯარო უნივერსიტეტი გახდა და იავის პრინცის, დიპონეგოროს სახელი ეწოდა. იგი ინდონეზიის ერთ-ერთი მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და უძველესი საგანმანათლებლო ინსტიტუია ცენტრალურ იავაში. 2017 წელს ინდონეზიის კვლევის, ტექნოლოგიისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს რეიტინგში დიპონეგოროს უნივერსიტეტს მე-7 ადგილი ეკავა.[5] 2019 წელს QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში დიპონეგოროს უნივერსიტეტი 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სადოქტორო ფაკულტეტი პლენბურანის კამპუსში

1950-იან წლებში ცენტრალური იავის მოსახლეობაა, განსაკუთრებით სემარანგის მკვიდრებს, უმაღლესი განათლების მისაღებად უნივერსიტეტი სჭირდებოდათ. ამ პერიოდში ჯოკიაკარტისა და ცენტრალური იავის მოსახლეობას უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ გაჯა მადას უნივერსიტეტში შეეძლო.

საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რაოდენობა იზრდებოდა და ბევრ მათგანს ცენტრალური იავის ჩრდილოეთ ნაწილში უმაღლესი განათლების მიღება არ შეეძლოთ. სიტუაციის გათვალისწინებით იმამ ბარდჯომ და მისმა კოლეგებმა 1956 წლის 4 დეკემბერს განათლების ფონდი ჩამოაყალიბეს, რომელსაც სემარანგის უნივერსიტეტის ფონდი (Yayasan Universitas Semarang) ეწოდა. ფონდის დაარსება პირველი ნაბიჯი იყო სემარანგში უნივერსიტეტის დაფუძნებისკენ, რომელსაც სემარანგის უნივერსიტეტი ეწოდა და ოფიციალურად 1957 წლის 9 იანვარს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი რექტორი იმამ ბარდჯო იყო.

1960 წლის 9 იანვარს, უნივერსიტეტის დაარსებიდან სამი წლისთავზე ინდონეზიის პრეზიდენტმა სუკარნომ სემარანგის უნივერსიტეტს სახელი შეუცვალა და დიპონეგოროს უნივერსიტეტი უწოდა. უნივერსიტეტის სახელის ცვლილება მის მიერ ცენტრალურ იავაში უმაღლესი განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილის აღსანიშვნასთან იყო დაკავშირებული. პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1960 წლის 3 დეკემბერს განათლების, სწავლებისა და კულტურის სამინისტროს ბრძანებითა და 1961 წელს მთავრობის N7 განკარგულებით დამტკიცდა.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინჟინერიის ფაკულტეტი

უნივერსიტეტს 11 ოფიციალური ფაკულტეტი და 2 სკოლა აქვს:[7] ფუნქციონირებს ცხოველთა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ინჟინერიის, მეთევზეობისა და საზღვაო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მეცნიერებისა და მათემატიკის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები, პოსტსადოქტორო და პროფესიული სკოლები.

რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში დიპონეგოროს უნივერსიტეტს 801-1000 პოზიცია ეკავა, ხოლო ინდონეზიის მასშტაბით მე-8 საუკეთესო უნივერსიტეტად იყო დასახელებული. QS-ის აზიის უნივერსიტეტების 2021 წლის რეიტინგში უნივერსიტეტი 241-ე ადგილზე იყო, ხოლო ინდონეზიის მასშტაბით მე-9 ადგილი ეკავა. QS-ის კურსდამთავრებულთა დასაქმების რეიტინგში უნივერსიტეტს 301-500 პოზიცია ეკავა.[8] 2022 წელს QS-ის რეიტინგში დიპონეგოროს უნივერსიტეტი პირველ ათასეულში ვერ მოხვდა, ხოლო ინდონეზიის მასშტაბით მე-8 ადგილზე გავიდა.

2021 წელს Times Higher Education-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში დიპონეგოროს უნივერსიტეტი პირველ ათასეულში ვერ მოხვდა. 2020 წლის Impact Rankings-ში უნივერსიტეტს 101-200 პოზიცია ეკავა.[9] 2021 წლის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში დიპონეგოროს უნივერსიტეტი ინდონეზიის მასშტაბით მე-4 საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა.

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპონეგოროს უნივერსიტეტის მეჩეთი

1991 წელს დიპონეგოროს უნივერსიტეტმა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა უცხოურ დაწესებულებასთან დაიწყო თანამშრომლობა, მათ შორის უნივერსიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო სააგენტოებთან და კომპანიებთან. საერთაშორისო თანამშრომლობა მოიცავს ურთიერთობებს განათლების სფეროში, კვლევით გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, წვრთნებს, აკადემიურ, სამეცნიერო და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.

2020 წლისთვის დიპონეგოროს უნივერსიტეტი თანამშრომლობს 28 ქვეყნის 116 საერთაშორისო ინსტიტუტთან. უნივერსიტეტი თანამშრომლობს აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის და ევროპის არაერთ უნივერსიტეტთან, მათ შორისაა:[10] დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი (ავსტრალია), ქვინსლენდის უნივერსიტეტი (ავსტრალია), ცინჰუას უნივერსიტეტი (ჩინეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია), ორჰუსის უნივერსიტეტი (დანია), დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია), ტრენტოს უნივერსიტეტი (იტალია), კაგოშიმის უნივერსიტეტი (იაპონია), ტიბის უნივერსიტეტი (იაპონია), სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (სინგაპური), ბირმინგემის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), შეფილდის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), ბოსტონის უნივერსიტეტი (აშშ), ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და სხვ.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრბეულებს შორის არიან: ანინდია კუსუმა პუტრი ― მის ინდონეზია 2015, მის სამყარო 2015-ის მონაწილე და ინდონეზიის ახალგაზრდულ და სპორტულ საქმეთა სამინისტროს სპიკერი;[11][12] არიეფ ჰიდაიათი ― ფილიპინების საკონსტიტუციო სასამართლოს უზენაესი მოსამართლე;[13] ბაჰარუდინ ლოპა ― ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრი;[14] ბონდან ვინარნო ― ინდონეზიელი კულინარიის ექსპერტი და მწერალი;[15][16] დარმატნო ჯატმანი ― დიპონეგოროს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ემერიტუსი, ჰუმანისტი, ფილოსოფოსი და პოეტი,[17] და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. 2.0 2.1 pddikti.kemdikbud dataset
  3. https://aunsec.org/discover-aun/membership
  4. https://web.archive.org/web/20240430185709/https://asea-uninet.org/about-us/history/
  5. Daftar 100 Peringkat Perguruan Tinggi Non-Politeknik di Indonesia tahun 2017. Kementerian Riset, Teknologi, dan Pendidikan Tinggi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 15 April 2018
  6. Quacquarelli Symonds. World University Rankings – 2019. ციტირების თარიღი: 12 June 2018
  7. Undip Faculties.
  8. Diponegoro University en. ციტირების თარიღი: 2021-05-31
  9. Diponegoro University en (2021-05-21). ციტირების თარიღი: 2021-06-18
  10. Collaboration en-US (22 April 2016). ციტირების თარიღი: 11 August 2020
  11. Anindya Kusuma Puteri Lebih Dari Sekedar Pemenang Kontes Kecantikan. rencanamu.id. ციტირების თარიღი: December 4, 2015
  12. March Internal Newsletter AIESEC Indonesia. issuu.com. ციტირების თარიღი: March 23, 2015
  13. Prodita Sabarini and Ina Parlina, Profiles of new Constitutional Court justices. The Jakarta Post, 3 May 2013. Accessed 18 May 2016.
  14. „Perburuan Lopa Demi Wahid“. liputan6.com. 11 June 2001. ციტირების თარიღი: 21 January 2020.
  15. „Journalist, culinary expert Bondan Winarno passes away“. Jakarta Post. 28 November 2017.
  16. „Mengenal 'bom waktu yang dibawa' mendiang Bondan Winarno“. BBC Indonesia (Indonesian). 29 November 2017.
  17. Puji Santosa, Drs. :: Merajut Kearifan Budaya: Analisis Kepenyairan Darmanto Jatman ::. ციტირების თარიღი: 2013-09-05