დიდი ზიმბაბვე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ზიმბაბვე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Great-Zimbabwe.jpg
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°16′59″ ს. გ. 30°55′59″ ა. გ. / 20.28306° ს. გ. 30.93306° ა. გ. / -20.28306; 30.93306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 364
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 364
რუს.ინგლ.ფრ.

დიდი ზიმბაბვეზიმბაბვეში მდებარე უძველესი სამხრეთ აფრიკული ქალაქის ნანგრევების სახელწოდება. როგორც ვარაუდობენ დიდი ზიმბაბვე შონას (ბანტუს ტომის ხალხი) წინაპრების მთავარი საკულტო ქალაქი უნდა ყოფილიყო. ქალაქი დაარსდა 1100-1400 წლებს შორის პერიოდში[1]. იგი წარმოადგენდა მვენემუტაპას სახელმწიფოს ცენტრს, რომელიც ასევე ცნობილი იყო დიდი ზიმბაბვეს სახელმწიფოს სახელწოდებით. აღნიშნული იმპერია მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც დღეს მოქცეულია ზიმბაბვეს (რომელმაც სახელი მიიღო ამ ქალაქისაგან) და მოზამბიკის ტერიტორიაზე.

1928–1929 წლებში დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები გამოიკვლია ბრიტანელმა არქეოლოგმა გერტრუდა კატონ-ტომპსონმა, რომელმაც დაადასტურა ნაგებობის აფრიკული წარმომავლობა.[2] მანამდე არქეოლოგების გარკვეული ჯგუფი მიიჩნევდა, რომ ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას არ შეეძლო აღნიშნული ციხესიმაგრის აგება და მის აშენებას მიაწერდნენ ფინიკიელებს ან არაბებს.[3].

1986 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[4]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წ., გვ. 167
  2. Caton-Thompson. The Zimbabwe Culture, 1931.
    «Ascribes Zimbabwe to African Bantus», The New York Times, 1929-10-20, p. 2.
  3. «Vast Ruins in South Africa- The Ruined Cities of Mashonaland», The New York Times, 1892-12-18, p. 19.
  4. დიდი ზიმბაბვე იუნესკოს საიტზე