მატობოს ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატობოს ბორცვები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Sunrise Matobo Zimbabwe.jpg
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°33′00″ ს. გ. 28°30′29″ ა. გ. / 20.55000° ს. გ. 28.50806° ა. გ. / -20.55000; 28.50806
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 306
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 306
რუს.ინგლ.ფრ.

მატობოს ეროვნული პარკიეროვნული პარკი სამხრეთ ზიმბაბვეში. მდებარეობს მატობოს ბორცვების შუაგულში - გრანიტის გორაკებიან და ხეებით დაფარულ ხეობაში, რომელიც ქალაქ ბულავაიოდან 35 კმ-ით სამხრეთით იწყება. გრანიტის ბორცვები 2 000 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა. ისინი დაფარულია რიყის ქვებითა და სხვადასხვა მცენარეულობით. მიზილიკაზმა, ნდებელის ხალხის ფუძემდებელმა ამ ტერიტორიას „მელოტი თავები" უწოდა.

ბორცვები 3100 კმ² ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგან 424 კმ² ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული, დანარჩენი ტერიტორია კი კომუნალურ მიწას წარმოადგენს, მცირე რაოდენობით გვხვდება ფერმერული მეურნეობებიც. პარკი მოიცავს ულამაზეს პეიზაჟებს - წარმტაც ბალანსს კლდეებსა და შთამბეჭდავ ხედებს ტჰულის, მტშელელეს, მალემეს და მპოპომას მდინარეების ხეობების გასწვრივ. პარკის ტერიტორიის 100 კმ² სპორტული ნადირობის ტერიტორიას წარმოადგენს, ამ ნაწილში გავრცელებულია თეთრი და შავი მარტორქები. გორაკების უმაღლესი მწვერვალი (1549 მ) პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს და მას გულატის უწოდებენ.

მატობო უძველესი ეროვნული პარკია ზიმბაბვეში, ის 1926 წელს შეიქმნა. ტერიტორია გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. აღრიცხულია 200 სახეობის ხე, მათ შორის აკაცია, ველური მსხალი, ქაღალდის ხე.[1] ასევე მრავალნაირი ალოე და ბალახის ასზე მეტი სახეობა.[2]

პარკი ასევე გამოირჩევა ფაუნის მრავალფეროვნებით. გავრცელებულია 175 სახეობის ფრინველი, 88 სახეობის ძუძუმწოვარი, 39 გველი და 16 სახეობის თევზი.[3]

2003 წლიდან, მატობოს ბორცვები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. როგორც მას იუნესკო აღწერს, „ტერიტორია წარმოსახავს გრანიტის საფარზე აღმართულ რელიეფის განსხვავებულ ფორმებს, რომელთაც ზიმბაბვეს ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავთ".[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Zimbabwe - The Spirit of Matobo (Matopos) Siyabona Africa
  2. National Parks of Zimbabwe. Travel Africa Magazine Online
  3. Round-table meeting on research needs in aquaculture and culture-based fisheries in Zimbabwe, 1991, FAO document repository.
  4. UNESCO World Heritage Centre: Matobo Hills