დიდიმე ბრმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდიმე ალექსანდრიელის კოპტური ხატი

დიდიმე ბრმა (ბერძნ. Δίδυμος ο Τυφλός), იგივე დიდიმე ალექსანდრიელი (დ. დაახ. 312 – გ. 398 წლები) — ბერძენი ქრისტიანი მწერალი, ღვთისმეტყველი, ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენელი. ორიგენეს სწავლების დამცველი, რომელსაც „მოციქულთა შემდეგ ეკლესიის უდიდეს მასწავლებელს“ უწოდებდა.[1]

დიდიმე ხუთი წლის ასაკში დაბრმავდა, მაგრამ წერა-კითხვა ისწავლა ხის მოცულობითი ასოების საშუალებით და მიიღო განათლება.[2]

დიდიმეს შრომები დაიკარგა ორიგენისტების დევნის პერიოდში, ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებმა მოაღწიეს. 1941 წელს ქალაქ ტურში აღმოჩნდა პაპირუსი, რომელიც მოიცავდა დიდიმეს ლექციების ჩანაწერებს, კერძოდ, პასუხებს მსმენელთა კითხვებზე.[3][4] ცნობილია მისი კომენტარები ბიბლიის ცალკეულ წიგნებზე – დაბადება, ეკლესიასტე, ფსალმუნნი, წიგნი იობისა.

დიდიმე ასევე ავტორია დოგმატური ხასიათის თხზულებებისა: სამი წიგნი წმინდა სამებაზე, ტრაქტატი სულიწმინდაზე და ტრაქტატი მანიქეისტთა წინააღმდეგ. დიდიმე ალექსანდრიელის თხზულებები შესულია Patrologia Graeca-ს 39-ე ტომში. ალექსანდრიის კოპტური ეკლესიის მიერ დიდიმე ბრმა წმინდანად არის შერაცხილი.[5]

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • E. A. Livingstone, Oxford Dictionary of the Christian Church, Third edition revised, 2006, Oxford University Press, "Didymus the Blind".
  • Bärbel Kramer: Didymus von Alexandrien. In: Theologische Realenzyklopädie 8 (1981), S. 741–746
  • Bart D. Ehrman: Didymus the Blind and the Text of the Gospels, Atlanta, Scholars Press, 1986.

« The New Testament Canon of Didymus the Blind », Vigiliae Christianae, vol. 37, no 1 (mars 1983), p. 1-21 (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]