დეცი...
ვიკიპედიიდან
დეცი... (ლათ. decem — ათი), რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი; იყენებენ წილობითი ერთეულების სახელწოდებათა საწარმოებლად. უდრის ამოსავალი ერთეულის 1/10-ს. საერთაშორისო აღნიშვნაა d, ქართული — დ. მაგ., 1 დმ = 0,1 მ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 489, თბ., 1978

