პიერ-ჟოზეფ პრუდონი
პიერ-ჟოზეფ პრუდონი (ფრანგ. Pierre-Joseph Proudhon; დ. 15 იანვარი, 1809 − გ. 19 იანვარი, 1865) — ფრანგი პუბლიცისტი, სოციალისური მიმდევრობის პოლიტიკური ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა უწოდა საკუთარ თავს „ანარქისტი“ (1848 წლის შემდეგ საკუთარ თავს უკვე „ფედერალისტს“ უწოდებდა). მუშაობდა პუბლიცისტად და თავად ისწავლა ლათინური, რათა ამ ენაზე წიგნების ბეჭდვა შეძლებოდა. პრუდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოთქმაა „საკუთრება ქურდობა“ ნაშრომში „რა არის საკუთრება?“, სადაც ის მთავრობისა და საკუთრების პრინციპებს იხილავს (თავდაპირველი სათაური იყო „Qu'est-ce que la propriété? Recherche sur le principe du droit et du gouvernement“), მის პირველ მნიშვნელოვან ნაშრომში, რომელიც 1840 წელს გამოქვეყნდა.
შეიუმუშავა ე.წ. პრუდონიზმი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 222, თბ., 1984 წელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- პიერ-ჟოზეფ პრუდონი, ბიოგრაფიული ცნობები. (ინგლისური)