დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოს რუკაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 13 ტერიტორიული ორგანო და 15 სოფელი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან არბოშიკის, არხილოსკალოს, გამარჯვების, ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, მირზაანის, ოზაანის, საბათლოს, სამთაწყაროს, სამრეკლოს, ფიროსმანის, ქვემო ქედისა და ხორნაბუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფართობია 2532 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 21 221 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 8,4 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი დედოფლისწყარო. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ხორნაბუჯი (2095 ადამიანი), დედოფლისწყაროდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი საბათლო (70 კმ.).

სოფლების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ფოტო მოსახლეობა (2014)[3] ტერიტორიული
ორგანო
მანძილი
დედოფლისწყაროდან (კმ)
სულ კაცი ქალი
არბოშიკი 1138 536 602 არბოშკის ტერიტორიული ორგანო 23
არხილოსკალო 980 490 490 არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანო 35
გამარჯვება 1010 481 529 გამარჯვების ტერიტორიული ორგანო 12
ზემო მაჩხაანი 1826 885 941 ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო 22
ზემო ქედი 1826 892 934 ზემო ქედის ტერიტორიული ორგანო 30
თავწყარო 80 42 38 ოზაანის ტერიტორიული ორგანო 20
მირზაანი 433 198 235 მირზაანის ტერიტორიული ორგანო 22
ოზაანი 833 403 430 ოზაანის ტერიტორიული ორგანო 18
საბათლო 391 196 195 საბათლოს ტერიტორიული ორგანო 70
სამრეკლო 1786 869 917 სამრეკლოს ტერიტორიული ორგანო 2
სამთაწყარო 1037 530 507 სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანო 48
ფიროსმანი 569 295 274 ფიროსმანის ტერიტორიული ორგანო 48
ქვემო ქედი 1153 584 569 ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანო 41
ჭოეთი 124 58 66 ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო 7
ხორნაბუჯი 2095 978 1117 ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო 2

რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]