დაღესტნის ავიახაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაღესტნის ავიახაზები
იატა
N2
იკაო
DAG
საძახისი
DAGAL
დაარსდა 1994
მოღვაწეობის შეწყვეტა 2011
ჰაბები უიტაშის აეროპორტი
ფლოტის ზომა 5
შტაბ-ბინა მაჰაჩყალა, დაღესტანი, რუსეთი
საიტი: www.dagair.ru

დაღესტნის ავიახაზები (რუს. Авиалинии Дагестана) — ყოფილი ავიაკომპანია მაჰაჩყალაში, დაღესტანი, რუსეთი.[1][2] ის ახორციელებდა შიდა და საერთაშორისო, ასევე დაგეგმილ და ჩარტერულ ფრენებს დაღესტნიდან მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სტამბოლში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.[3]

ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა არაერთხელ დაადანაშაულა ავიაკომპანია მონოპოლიის ბოროტად გამოყენებაში, მაგრამ საქმე სასამართლომდე მივიდა მხოლოდ 2011 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში.[4] დაღესტნის ავიახაზების მგზავრები ხშირად ჩიოდნენ ბილეთების ფასების, მოწოდებული სერვისების ხარისხისა და თვითმფრინავის მდგომარეობის შესახებ. დაღესტნის ავიახაზების ავიაოპერატიული ლიცენზია გაუუქმდა 2011 წლის 16 დეკემბერს, რის შემდეგაც იგი დაიხურა. 2011 წლის 19 დეკემბერს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა დაღესტნის ავიახაზების ავიაოპერატორის ლიცენზიის გაუქმების ფაქტი.

დაღესტნის ავიახაზების ლიცენზიის შეჩერების შემდეგ ავიაკომპანიის ფრენების შესრულება Kuban Airlines-მა აიღო საკუთარ თავზე. დაღესტნის ავიახაზების გუნდმა უკანონოდ მიიჩნია ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ქმედებები და ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა არაერთი ღია მიმართვა ლიცენზიის შეჩერების შესახებ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღესტნის ავიახაზების ისტორია იწყება 1927 წლის თებერვლიდან, როდესაც მაჰაჩყალაში დაარსდა აეროფლოტის დეპარტამენტი. 1994 წელს, აეროფლოტის დაშლის შემდეგ, იგი გახდა დამოუკიდებელი კომპანია. 1996 წელს კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა დაღესტნის ავიახაზები. 2007 წლის მარტში დაღესტნის ავიახაზებს ჰყავდა 809 თანამშრომელი.[5] 2011 წლის 19 დეკემბერს ავიაკომპანიას გაუუქმდა ლიცენზია.[6][7]

ინციდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღესტნის ავიახაზების Tu-154M-ის ტიპის თვითმფრინავი

2010 წლის 4 დეკემბერს დომოდედოვოს აეროდრომზე ავარიული დაშვებისას ჩამოვარდა დაღესტნის ავიახაზების Tu-154M RA-85744 თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა სამგზავრო რეისს ვნუკოვოდან მაჰაჩყალას მიმართულებით. ვნუკოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ თვითმფრინავს ორივე ძრავა დაუზიანდა. ძრავებში საწვავის მოხმარების დარღვევის გამო გაითიშა ისინი. სამი გენერატორის გაუმართაობის გამო თვითმფრინავში ელექტრო მომარეგაბა 2 წუთის განმავლობაში იყო გათიშული. დომოდედოვოს აეროპორტში ავარიული დაშვების დროს თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა. ინციდენტის შედეგად ორი მგზავრი დაიღუპა, 33 მძიმედ დაშავდა, 53 კი მსუბუქად დაშავდა.

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ შეისწავლა შემთხვევა და დაასკვნა: 2010 წლის 4 დეკემბერს დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი Tu-154M-ის თვითმფრინავის ავარიის გამოძიების მსვლელობისას, დაფიქსირდა ფრენის სამუშაოების ორგანიზების დარღვევის ფაქტები. თვითმფრინავი არ იყო გამართული, პილოტები და ეკიპაჟის დანარჩენი წევრები არ იყვნენ კარგად მომზადებულები და კომპეტენტურები. კომისიამ დაადგინა, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე ყალბი ნაწილები იყო დამონტაჟებული. ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა ავიაკომპანიის მუშაობაში არსებული სისტემური ხარვეზები, რაც უარყოფითად აისახა თვითმფრინავის ფრენის უსაფრთხოებაზე და საფრთხე შეუქმნა მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

თვითმფრინავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავად ავიაკომპანიის ცნობით, მისი ფლოტი შედგებოდა შემდეგი თვითმფრინავებისგან:

თვითმფრინავები რაოდენობა
Ту-154М 6
Ту-134Б 3
Ми-8 2

თუმცა, დაღესტნის ავიახაზების ვებსაიტზე წარმოდგენილია სხვა ინფორმაცია ექსპლუატირებული თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ,[8] რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიის ფლოტი შედგებოდა სამი Tu-154M-ის ტიპის თვითმფრინავის, ერთი Tu-154B-2-ის ტიპის თვითმფრინავის, ორი Tu-134B-ის ტიპის თვითმფრინავის, ერთი An-24RV ტიპის თვითმფრინავის და ასევე Mi-8-ისა და Mi-8MTV-ის ტიპის ვერტმფრენებისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Directory: World airlines." Flight International. 23–29 March 2004. 59.
  2. "Главная." Dagestan Airlines. Retrieved on 24 June 2010. "Россия, Республика Дагестан, г. Махачкала, аэропорт ."
  3. „Directory: World Airlines“. Flight International. 2007-03-27. p. 71.
  4. Авиалинии Дагестана уличены в монопольном сговоре. ციტირების თარიღი: 2011-12-14
  5. „Directory: World Airlines“. Flight International. 2007-03-27. p. 71.
  6. Russia's Dagestan Airlines loses AOC en. ციტირების თარიღი: 2017-12-23
  7. „Авиалинии Дагестана уличены в монопольном сговоре“. Клерк. ციტირების თარიღი: 2017-12-23.
  8. Хронология. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2013-07-14