დასავლეთი სუმატრა
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | პადანგი |
| მეთაური | გუბერნატორი |
| მოსახლეობა (2010) | 4 845 998[1] კაცი |
| სიმჭიდროვე | 120 კაცი/კმ² |
| ფართობი | 42 012,89 კმ² |
| დროის სარტყელი | +7 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| West Sumatra | |
დასავლეთი სუმატრა (ინდო. Sumatera Barat) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ სუმატრის პროვინცია, აღმოსავლეთით — რიაუსა და ჯამბის პროვინციები, სამხრეთ–აღმოსავლეტით კი ბენკულუ. ასევე მოიცავს სანაპიროს სიახლოვეს მდებარე მანტევაის კუნძულებს. დედაქალაქია პადანგი.
დასავლეთი სუმატრა მიწისძვრების მხრივ ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო არეალია ინდონეზიაში, რადგან მდებარეობს ტექტონიკურად აქტიურ ზოლში — ევრაზიისა და ინდო-ავსტრალიის ფილების გასაყარზე,[2] ამას ემატება აქტიური ვულკანების აქტივობა. ბოლო მიწისძვრები მოხდა 2009 და 2010 წლებში.
2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 4 845 998 ადამიანს შეადგენს.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით, დასავლეთი სუმატრა იყოფა 12 სარეგენტოდ და 74 ავტონომიურ ქალაქად.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]