რიაუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიაუ
Riau
დროშა
Riau flag.png
გერბი
Riau COA.svg
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი პეკანბარუ
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2010) 5 543 031[1] კაცი
სიმჭიდროვე 64 კაცი/კმ²
ფართობი 87 023,66 კმ²
რიაუ რუკაზე
დროის სარტყელი +7
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Riau

რიაუ (ინდო. Riau) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრში, მალაკის სრუტის გასწვრივ. 2004 წლამდე იგი მოიცავდა სუმატრის აღმოსავლეთით და სინგაპურის სამხრეთით მდებარე რიაუს კუნძულებსაც, სანამ მათ ცალკე პროვინციის სტატუსი მიენიჭებოდა. დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია პეკანბარუ. სხვა მნიშნელოვანი ქალაქებია დუმაი, სელატ-პანჯანგი, ბაგანსიაპიაპი, ბენგკალისი, რენგატი.

რიაუ ამჟამად ინდონეზიის ერთ–ერთი უმდიდრესი პროვინციაა, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსებით — ნავთობით, გაზით, კაუჩუკით, პალმის ზეთით. 1982–2005 წლებში მნიშვნელოვნად დაზარალდა ხე–ტყის უკანონო ჩეხვით, როს შედეგადაც ტყით დაფარული 78% ტერიტორია 33%–მდე შემცირდა.[2] დეფორესტაცია ძირითადად ზეთის პალმის გაშენებისა და ქაღალდისთვის მიმდინარეობდა. მცენარეული საფარის სასტიკად შემცირებამ წყალდიდობებისა და მეწყერის საფრთხე არა მარტო რიაუს პროვინციას, არამედ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურსაც შეუქმნა.[3][4]

2010 წლის აღწერისს მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 5 543 031 ადამიანს შეადგენს.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რიაუ ათ სარეგენტოსა და ორი ავტონომიური ქალაქისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიაუ&oldid=2412326“-დან