დამწვრობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამწვრობით დაავადებას უწოდებენ ისეთ ნოზოლოგიას, ომელიც განპირობებია დამწვრობითი ჭრილობებისა და ამით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებების ურთიერთკავშირითა და ურთიერთზემოქმედებით.

[რედაქტირება] დახასიათება

დამწვრობით დაავადებას ახასიათებს შოკის, ტოქსემიის, სეფსისის მნიშვნელოვანი ფუნქციური ცვლილებების, ჰემოდინამიკისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა. დამწვრობით დაავადებას ამძიმებს კანის დაკარგული ნაწილი და მისი ბარიერული თერმორეგულაციიის, იმუნობიოლოგიური, გამოყოფის და სხვა ფუნქციების მოშლილობა.

დამწვარი ზედაპირიდან ცილის დაშლის შედეგად მიღებული პროდუქტების ორგანიზმში შეწოვის შედეგია ტოქსიკოზი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). შეწოვილი ტოქსიკური პროდუქტები გავლენას ახდენს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებსა და ქსოვილებზე. ზიანდება სისხლძარღვთა კედლები, ძლიერდება სისხლის ძარღვთა კედლების განვლადობა და იწყება სისხლის თხიერი ნაწილის დაკარგვა, რასაც თეთრი სისხლდენა ანუ პლაზმორეა ეწოდება. დამწვრობითი დაავადების დროს უარესდება ღვიძლის ბარიერული ფუქცია, ფილტვების ვენტილაცია, მომნელებელი და გამომყოფი ორგანოების ფუნქციები. სისხლში და ქსოვილებში გროვდება დაუჟანგავი პროდუქტები და ტიქსიკური ცილოვანი ფრაქციები. საგრძნობლად უარესდება ცენტრალური ნერვული სისტემის, ჰელიმფო სისტემების და ორგანიზმის ყველა უჯრედის ფუნქცია, რის გამოც ქვეითდება ორგანიზმის რეაქტიულობა, ის ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე