დამეხმარე! (ფილმი)
ვიკიპედიიდან
| Help! | |
|---|---|
ფილმის Help! 2007 წლის DVD დისკის ყდა |
|
| სცენარის ავტორი: | ჩარლზ ვუდი |
| რეჟისორი: | რიჩარდ ლესტერი |
| კომპოზიტორი: | ბითლზი |
| გამოსვლის თარიღი: | 1965 წლის 29 ივლისი 2007 წლის ნოემბერი (ახალი DVD გამოცემა) |
| ხანგრძლივობა: | 92 წთ |
| ქვეყანა: | ბრიტანეთი |
| ენა: | ინგლისური |
Help! არის ჯგუფ ბითლზისა და რიჩარდ ლესტერის კომედიური ჟანრის ფილმი, რომელშიც შეტანილია სიმღერები ჯგუფის ალბომიდან Help!.
[რედაქტირება] ფილმზე
ფილმი გამოვიდა 1965 წელს, როდესაც ბიტლომანია უკვე სრულ პიკზე იყო. ფილმში მოთხრობილია ერთ-ერთი სექტის შესახებ, რომელიც ეძებს დიდ ბეჭედს, რათა თავის ღვთაებას შესწიროს. ასეთ ბეჭედს სექტანტები რინგოს ხელზე აღმოაჩენენ და მთელი ფილმის განმავლობაში დასდევენ მას, ბეჭდის ნებისმიერი ძალებით ასაღებად. თავად ჯგუფის განცხადებით, მთავარი იდეა მათ მიაწოდა კლასიკურმა ფილმმა "იხვის სუპი", რომელიც ჯეიმს ბონდის სერიალის პაროდია იყო. საინტერესოა, რომ რიჩარდ ლესტერმა, რომელსაც ფილმის გადაღება ანდეს, უფრო დიდი ბიუჯეტი მიიღო, ვიდრე ეს A Hard Day's Night-ის გადაღებისას მოხდა, თუმცა შედეგი რადიკალური გამოვიდა. ფილმის დიდი ნაწილი ლონდონში, ავსტრიულ ალპებში, ბაჰამებზე და ტვიკენჰემის სტუდიაში გადაიღეს. ჯგუფი გადაღებებით კმაყოფილი არ იყო. 1970 წლის ინტერვიუში ლენონმა ახსენა, რომ ისინი თითქოს ეპიზოდურ როლებს ასრულებდნენ ფილმში.