დავით გამრეკელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გამრეკელი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 ივლისი 1911
დაბ. ადგილი ჭიათურა
წარმოშობა ქართველი
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი 1968
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი , მომღერალი
აქტიური 1937-1965

დავით გამრეკელი (დაიბადა ქ.ჭიათურაში 1911 წლის 27 ივლისს - გარდაიცვალა ქ.თბილისში 1968 წლის 29 ნოემბერს) ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დავით გამრეკელი დაიბადა ქ.ჭიათურაში 1911 წელს. 1935 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ვრონსკის კლასით. იმავე წელს ახალგაზრდა ქართველმა ბარიტონმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე იმღერა ელეცკის პარტია ჩაიკოვსკის ოპერაში ”პიკის ქალი”. 1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია ფალიაშვილის ”დაისიდან”. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამრეკელი ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. მომდევნო პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მან წამყვანი პარტიები იმღერა ქართულ და უცხოურ ოპერებში. 1943 წელს მომღერალს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სულ მალე გამრეკელის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა - ის მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის მთავარ სცენაზე ქართველმა ბარიტონმა რვა წელი, 1944-დან 52-მდე, გაატარა.

თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე დავით გამრეკელმა ოცდაათამდე საოპერო პარტია შეასრულა. შთამბეჭდავია მათი ჩამონათვალი: ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი, ვერდის რიგოლეტო, ჟერმონი და რენატო, ბიზეს ესკამილიო და სხვ. გრამფირფიტაზე ჩაწერილია რიმსკი-კორსაკოვის ოპერა ”სადკო”, სადაც გამრეკელს პარტნიორობას უწევდნენ სახელგანთქმული საბჭოთა მომღერლები ბარსოვა, ხანაევი, რეიზენი, პეტროვი. განუმეორებელი იყო გამრეკელის მიერ მშობლიურ თბილისში შესრულებული პარტიები ქართულ ოპერებში ”აბესალომ და ეთერი”, ”დაისი”, ”თქმულება შოთა რუსთაველზე”. 1944 წელს მან, კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მომღერალ დავიდ ბადრიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში ”ჯურღაის ფარი”, რომელმაც მოგვიანებით სტალინური პრემია დაიმსახურა.

ჯილდოები[რედაქტირება]

დავით გამრეკელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]