დავით ხელთუფლიშვილი
დავით ხელთუფლიშვილი | |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1919 – 1921 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | გალაქტიონ ვაშაძე |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია ამიერკავკას. დფრ საქართველოს დრ |
ეროვნება | ქართველი |
დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი (დ. 15 იანვარი, 1862 — გ. 4 თებერვალი, 1921) — ქართველი იურისტი, საქართველოს სენატის (უზენაესი სასამართლოს) თავმჯდომარე (1919-1921).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქუთაისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში (მამა — ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილი, დედა — თეოდოსია ფირანის ასული ლორთქიფანიძე–ხელთუფლიშვილისა). მისი ძმები იყვნენ პლატონ და მიხეილ ხელთუფლიშვილები, დეიდაშვილი — ნიკო ნიკოლაძე. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ნაფიც ვექილთა კორპორაციის წევრი, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი. ითვლებოდა სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად კავკასიაში. 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ რესპუბლიკის სენატის (უზენაესი სასამართლოს) თავმჯდომარედ აირჩია. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ხელთუფლიშვილი თბილისში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა სენატს, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 531.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები
- დავით ხელთუფლიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ხელთუფლიშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (ნეკროლოგი)[მკვდარი ბმული], გაზეთი „საქართველო“ №29. 8 თებერვალი, 1921.
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2024
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები
- გარდაცვლილი 1921
- ქართველი იურისტები
- გარდაცვლილი 4 თებერვალი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- დაბადებული 15 იანვარი
- დაბადებული 1862
- საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები