მიხეილ ისაკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ისაკაძე (დ. 1896, მუხლი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1970) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1937-1938).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ მელიტონის ძე ისაკაძე დაიბადა 1896 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ მუხლში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ადგილობრივი დაწყებითი სკოლა და შეუდგა შრომით საქმიანობას.

1918-1919 წლებში მსახურობდა არმიაში. 1921-1922 წლებში სწავლობდა მოსკოვში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ მოწყობილ კურსებზე. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1937-1938 წლებში. გარდაიცვალა 1970 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]