დაბადება (ბიბლია)
დაბადება (ებრ. בְּרֵאשִׁית, ბერეშით — ”თავდაპირველად”; ლათ. Genesis; ძვ.ბერძ. Γένεσις — ”დაბადება”; აგრეთვე ”მოსეს პირველი წიგნი”) — ხუთწიგნეულის (თორას), ძველი აღთქმისა და მთლიანი ბიბლიის პირველი წიგნი. წიგნი მოგვითხრობს სამყაროს შექმნის, კაცობრიობის უძველესი ისტორიისა და ებრაული ერის წარმოშობის შესახებ. გადმოცემა იწყება სამყაროსა და ადამიანის შექმნით და თავდება ეგვიპტეში იოსების სიკვდილით. შედგება ხუთი თავისგან.
სექციების სია |
დასახელება [რედაქტირება]
წიგნის ებრაული დასახელება, ისევე როგორც თორას სხვა წიგნებისა, აღებულია პირველი სიტყვიდან. თალმუდისტურ ლიტერატურაში ამ წიგნს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «ספר מעשה בראשית» (სეფერ მაასე ბერეშით) — ”წიგნი არსებობის დასაწყისისა”, საიდანაც წარმოდგება ამ წიგნის სახელწოდება ბიბლიის მრავალ თარგმანში. თალმუდში ჰქვია ასევე ”სეფერ ა-შარ” (სიტყვა-სიტყვით ”პირდაპირი წიგნი”), იმ პატრიარქების პატივსაცემად, რომლებიც იყვნენ ”პირდაპირები” (ანუ მართლები ადამიანებთან და ღმერთისთვის თავდადებულები). ზოგიერთ შუა საუკუნეების ხელნაწერში ვხვდებით ასევე სახელწოდებას ”სეფერ რიშონ” (”პირველი წიგნი”) ან ”სეფერ ბრიათ ა-ოლამ” (”წიგნი სამყაროს შექმნისა”).
წიგნის შინაარსი [რედაქტირება]
წიგნი შედგება ორი მთავარი ნაწილისგან:
- კაცობრიობის ისტორია პატრიარქებამდე (თავები 1-11), შეიცავს მსოფლიო ისტორიის უნივერსალურ შესავალს, რადგან ეხება მთელი კაცობრიობის პირველყოფილი ისტორიის საწყისებს.
- პატრიარქებისა და მათი ოჯახების ისტორია (თავები 12-50), გადმოგვცემს ებრაული ერის ჩასახვის ისტორიას მისი მამამთავრების აბრაამის, ისააკისა და იაკობის სახით.
წიგნის დაყოფა დაუყოფავ თავებად [რედაქტირება]
- ბერეშით (1:1-6:8)
- ნოაჰ (6:9-11:32)
- ლეჰ ლეჰა (12:1-17:27)
- ვეერა (18:1-22:24)
- ხაეი სარა (23:1-25:18)
- თოლდოტ (25:19-28:9)
- ვაეცე (28:10-32:3)
- ვაიშლაჰ (32:4-36:43)
- ვაეშევ (37:1-40:23)
- მიქეც (41:1-44:17)
- ვაიჰაშ (44:18-47:27)
- ვაეხი (47:28-50:26)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Book of Genesis illustrated
- Genesis Reading Room (Tyndale Seminary): online commentaries and monographs on Genesis.
- Bereshit with commentary in Hebrew
- בראשית Bereishit - Genesis (Hebrew - English at Mechon-Mamre.org)
- Genesis at Mechon-Mamre (Jewish Publication Society translation)
- Hebrew Audiobook of Genesis from Librivox
- Genesis (The Living Torah) Rabbi Aryeh Kaplan's translation and commentary at Ort.org
- Genesis (Judaica Press) at Chabad.org
- Young's Literal Translation (YLT)
- New International Version (NIV)
- Revised Standard Version (RSV)
- Westminster-Leningrad codex
- Aleppo Codex
- Genesis in Hebrew, Aramaic, Syriac, Greek, Latin, and English - The critical text of the Book of Genesis in Hebrew with ancient versions (Masoretic, Samaritan Pentateuch, Samaritan Targum, Targum Onkelos, Peshitta, Septuagint, Vetus Latina, Vulgate, Aquila, Symmachus, and Theodotion) and English translation for each version in parallel.