გუსტავ ნოსკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ ნოსკე

გუსტავ ნოსკე (გერმ. Gustav Noske; დ. 9 ივლისი, 1868, ბრანდენბურგი — გ. 30 ნოემბერი, 1946, ჰანოვერი) — გერმანიის სოციალ-დემოკრატიის უკიდურესი მემარჯვენე ფრთის მოღვაწე, სოციალ-შოვინისტი. გერმანიის 1918 წლის ნოემბრის რევოლუციის დროს მთავრობის სახალხო-რწმუნებულთა საბჭოს წევრი გახდა და თავისივე თქმით, იკისრა „პირსისხლიანი ქოფაკის“ როლი. მოახდინა მობილიზაცია კონტრრევოლუციური სამხრეთ ძალებისა, რომლითაც 1919 წელს ჩაახშვეს ბერლინის, ბრემენის და გერმანიის სხვა ქალაქების მუშათა რევოლუციური გამოსვლები. 1919 წლის თებერვალსა და 1920 წლის მარტში იყო სამხედრო მინისტრი. კაპის პუტჩის (1920) ჩაქრობის შემდეგ, რომელსაც ნოსკე მფარველობდა, იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]