გულშეჰირის წმინდა იოანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულშეჰირის წმ. იოანეს ეკლესია
ჭერის მოხატულობა

გულშეჰირის წმინდა იოანეს ეკლესია (თურქ. Karşı Kilise) — ისტორიული, კლდეში გამოკვეთილი ეკლესია კაპადოკიაში, თურქეთის ქალაქ გულშეჰირში, ნევშეჰირის პროვინცია.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი ეკლესიის აგების თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, იგი ბიზანტიის იმპერიის ხატმებრძოლეობის ხანაზე ადრინდელად ითვლება, რადგან ეკლესიის შიგნით პირველი სართულის კედლებზე ყველა ადამიანის ფიგურა წაშლილია. 1212 წელს თავდაპირველ შენობას ზედა სართული დაემატა. ზედა სართულზე არის ადამიანის ფიგურების მდიდარი კოლექცია. ორიგინალური კლდის კიბე დაანგრიეს. ამჟამად ორ სართულს შორის არის თანამედროვე კიბე. 1995 წელს ეკლესია აღადგინა რიდვან იშლერმა კულტურის სამინისტროს დაკვეთით.[2]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ სართულზე არის ოთახები მღვდლებისთვის, მარანი და საფლავები. მოკლე გვირაბი მიდის საერთო საცხოვრებელში. კედელზე გამოსახულია ცხოველები და გეომეტრიული ფიგურები.

ზედა სართული სავსეა ფრესკებით. ჭერზე გამოსახულია აბრაამის, ისააკის, იაკობის, მოსეს, ქრისტეს, სოლომონისა და დავითის ფიგურები. სამხრეთ კედელზე ქრისტეს ნათლობა, ბოლო ვახშამი, იუდას კოცნა იყო გამოსახული. ჩრდილოეთ კედელზე ფრესკები ღვთისმშობლის, მარიამ მაგდალინელისა და კიდევ ერთი ქალის. სხვა კედლებზე გამოსახული იყო სცენები ბიბლიიდან და ისტორიიდან, როგორიცაა წმინდა გიორგი და წმინდა თეოდორე, სატანა, იმპერატორი კონსტანტინე და მისი დედა ელენე.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]