გუდისის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდისის ქედი
კოორდინატები: 42°24′03″ ჩ. გ. 44°10′37″ ა. გ. / 42.400889° ჩ. გ. 44.177056° ა. გ. / 42.400889; 44.177056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
უმაღლესი წერტილი ღვიდისი
სიმაღლე 2945 
სიგრძე 32 კმ
ამგებელი ქანები ფიქალი, კირქვა, ქვიშაქვა, მერგელი, თიხა და კონგლომერატი
გუდისის ქედი — საქართველო
გუდისის ქედი
გუდისის ქედი — შიდა ქართლი
გუდისის ქედი

გუდისის ქედიქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი. გამოეყოფა გერმუხის ქედს მანგაავცაგის მწვერვალთან. სიგრძე 32 კმ, უმაღლესი მწვერვალი ღვიდისი (2945 მ). გუდისის ქედი რკალის ფორმისაა, მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით, ქვედაცარცული კირქვებითა და მერგელებით, სარმატული ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. მაღალ ადგილებში ტროგებისა და მორენების სახით შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. თხემი და ჩრდილოეთი კალთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, დანარჩენ კალთაზე მუხის, რცხილის, წიფლისა და სოჭის ტყეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]