გუგულისნაირნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუგულისნაირნი
Clamator glandarius.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Cuculiformes

გუგულისნაირნი (Cuculiformes), მეხეური, იშვიათად მიწაზე მცხოვრები ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 15-70 სმ. გავრცელებული არიან ყველგან, გარდა არქტიკისა. სქესობრივი დიმორფიზმი არ აქვთ გამოხატული ან ნაკლებშესამჩნევია. გვხვდება როგორც მონოგამიური, ისე პოლიგამიური ფორმები. იკვებებიან კენკრით, მწერებით და მათი მატლებით, მოლუსკებით. სასარგებლო ფრინველებია. გუგულისნაირთა რიგი შეიცავს ორ ქვერიგს: ტურაკოებს და გუგულებს. ამ უკანასკნელთაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი გუგული (Cuculus canorus), რომელსაც ახასიათბს მკვეთრად გამოხატული ბუდობრივი პარაზიტიზმი, რაც ბუდის შენებისა და კრუხობის რეფლექსის დაკარგვასთან ერთად სქესთა არათანაბარი რიცხობრივი თანაფარდობით არის გაპირობებული. კვერცხს დებს ბეღურასნაირთა ბუდეში (წინასწარ იტაცებს და ჭამს მასპინძლის 1-2 კვერცხს). 11-13 დღის შემდეგ იჩეკება ბართყი, რომელიც ბუდიდან ყრის მასპინძლის კვერცხებსა და ბარტყებს. დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მწერებს და მათ მუხლუხებს, მ. შ. ისეთებსაც, რომლებსაც სხვა მწერიჭამია ფრინველები არ ეკარებიან შხამიანობისა თუ სხვა მიზეზების გამო. საქართველოში ყველგან გვხვდება (2500 მ-მდე ზღვის დონიდან) როგორც მობუდარი ფრინველი.

ლიტერატურა[რედაქტირება]