გრიგოლ რასპუტინი
გრიგოლ ექვთიმეს ძე რასპუტინი (რუს.: Григо́рий Ефи́мович Распу́тин / Григорий Ефимович Новых; დ. 22 იანვარი, 1869 — გ. 16 დეკემბერი, 1916) — რუსი გლეხი, მკურნალი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ, წარმოშობით ტობოლსკის გუბერნიის სოფ. პოკროვსკოედან. დიდი გავლენა მოიპოვე რუსეთის რომანოვების დინასტიაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ნიკოლოზ II, მის მეუღლე ალექსანდრასა და ვაჟ ალექსეიზე, რომელიც ჰემოფილიით იყო დაავადებული.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] დაბადება
დაიბადა სოფელ პოკროვსკიში, ტიუმენის მაზრაში, ტობოლსკის გუბერნიაში ეფემ ვილკინასა და ანნა პარშუკოვის ოჯახში. რასპუტინის დაბადების თარიღის შესახებ ცნობები უკიდურესად წინააღმდეგობრივია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით რასპუტინი დაიბადა 1864-1872 წლებს შორის. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის (მესამე გამოცემა) მიხედვით, რასპუტინის დაბადების სავარაუდო წლებია 1864-1865. [1]
თავად რასპუტინი ამ საკითხს ნათელს არ ფენდა და იძლეოდა წინააღმდეგობრივ ცნობებს თავისი დაბადების თარიღის შესახებ. ბიოგრაფების აზრით, რასპუტინი განზრახ იძლეოდა ცრუ ცნობას დაბადების თარიღის შესახებ, კერძოდ, საკუთარ თავს უფრო ხნიერად წარმოადგენდა, რათა "ბერის" როლისათვის უფრო შესაფერისი წარმოჩენილიყო.
მწერალ ედუარდ რადზინსკის აზრით, რასპუტინი ვერ დაიბადებოდა 1869 წელზე ადრე. სოფელ პოკროვსკიში დაბადებული ადამიანების შესახებ დოკუმენტური მასალის მიხედვით რასპუტინის დაბადების თარიღია 1969 წლის 10 იანვარი (ძველი სტილით). ეს არის წმინდა გრიგოლის ხსენების დღე. შესაბამისად, ბავშვსაც სწორედ ეს სახელი დაარქვეს.[2]
[რედაქტირება] ახალგაზრდობა
სიყმაწვილეში რასპუტინი ხშირად ავადმყოფობდა.
ვერხოტურსკის მონასტერში სალოცავად წასვლის შემდეგ იგი რელიგიით დაინტერესდა. 1893 წელს რასპუტინი მოგზაურობდა რუსეთის წმინდა ადგილებში. იგი ასევე იმყოფებოდა ათონის მთაზე საბერძნეთში, შემდეგ კი - იერუსალიმში. რასპუტინი მოგზაურობისას ხვდებოდა და ურთიერთობას ამყარებდა ბევრ სასულიერო პირთან, ბერებთან და მოგზაურებთან.
1890 წელს რასპუტინმა იქორწინა პრასკოვა ფეოდორის ასულ დუბროვინაზე, გლეხის ქალზე, რომელისგანაც მას ეყოლა სამი შვილი: მატრიონა, ვარვარა და დიმიტრი.
1900 წელს რასპუტინი გაემართა სამოგზაუროდ კიევში. უკანა შემობრუნებისას დიდი დრო დაჰყო ყაზანში, სადაც გაიცნო მამა მიქაელი, რომელიც დაკავშირებული იყო ყაზანის სასულიერო აკადემიასთან. ამის შემდეგ რასპუტინი მიდის პეტერბურგში სასულიერო აკადემიის რექტორთან, ეპისკოპოს პატრიარქ სერგეისთან (სტრაგოროდსკი).
1903 წელს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი არქიმანდრიტი ფეონი (ბისტრონი) ეცნობა რასპუტინს, რომელიც მას წარუდგენს ეპისკოპოს გერმონ დოლგონოვს.
[რედაქტირება] პეტერბურგში 1904 წლიდან
1904 წელს რასპუტინი, სავარაუდოდ, არქიმანდრიტ ფეონის დახმარებით, გადავიდა პეტერბურგში, სადაც მაღალი საზოგადოების ნაწილში მოიპოვა "ბერის", "საღვთო კაცის", "წმინდანის" სახელი[3]. სწორედ მამა თეოფანემ მოუყვა "მოგზაურის" შესახებ ჩერნოგორსკის პეტროვიჩის დინაასტიის დიდებულის (შემდეგში მეფის) ნიკოლოზ ნეგოშას ასულებს - მილიცასა და ანასტასიას. სწორედ ხსენებულმა დებმა შეატყობინეს იმპერატორის მეუღლეს ახალ რეგლიგიურ განთქმულ პიროვნებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ რასპუტინი "საღვთო ადამიანების" ზღვაში მართლაც აშკარად გამორჩეული პიროვნება გახდა.
1906 წლის დეკემბერში რასპუტინი ითხოვს თავისი გვარის შეცვლას "ახალი რასპუტინი"-თ (რუს.: Распутин-Новый). თავის თხოვნას კი იგი იმით ასაბუთებს, რომ საკუთარ სოფელში ბევრი ატარებს მის გვარს, რის გამოც შეიძლება მოხდეს გაუგებრობა. თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა.[4]
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Photographs and films about Grigorii Yefimovich Rasputin
- The Alexander Palace Time Machine Bios-Rasputin - bio of Rasputin
- Rasputin documentary (Discovery Channel)
- Okhrana Surveillance Report on Rasputin - from the Soviet Krasnyi Arkiv
- Rasputin, Grigory Yefimovich, Microsoft Encarta Online Encyclopedia (Archived 2009-10-31)
- Russian Revolutions of 1917 (Archived 2009-10-31)
- The Murder of Rasputin
- Rasputin the Musical by Michael Rapp
- BBC's Rasputin murder reconstruction
- RASPUTIN Grigory Efimovich - article about Rasputin at Encyclopaedia of Saint Petersburg
- Mark 16:18
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ «დიდი საბჭოთა ენციკლოპედია» (მესამე გამოცემა), მოსკოვი, გამომცემლობა "საბჭოთა ენციკლოპედია" 1969—1978.
- ↑ «რასპუტინი:ცხოვრება და გარდაცვალება.», მ.: ვაგრიუსი, გვ. 279 (თავი. — «დაკარგული დაბადების თარიღი.») [ედუარდ რადზინსკი|ედუარდ რადძინსკის]]
- ↑ См. Главу LXI // ნიკოლოზ ჟევახოვი. სინოდის ობერ-პროკურორის, დიდებულის, ნ.დ. ჟევახოვის მოგონებები". ტ.1. 1915 წლის სექტემბერი - 1917 წლის მარტი. მიუნხენი: ფ. ვინბერგის გამომცემლობა, 1923
- ↑ ა.ნ. გრიგოლ ვერლამოვი. სერიიდან "გამორჩეული ადამიანების ცხოვრება" — მ: 'მოლოდაია გვარდია', 2007. გვ. 851 — ISBN 978-5-235-02956-9