გოდფრი ბინაისა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გოდფრი ბინაისა | ||
| უგანდის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 20 ივნისი, 1979 – 12 მაისი, 1980 | ||
| წინამორბედი | იუსუფ ლულე | |
| მემკვიდრე | პაულო მუვანგა | |
|
|
||
| დაბადებული | 30 მაისი, 1920 ბუგანდა |
|
| გარდაცვლილი | 5 აგვისტო, 2010 კამპალა, უგანდა |
|
| პოლიტიკური პარტია | ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი | |
გოდფრი ბინაისა (დ. 30 მაისი, 1920, ბუგანდა — გ. 5 აგვისტო, 2010, კამპალა, უგანდა) — უგანდის სახელმწიფო მოღვაწე. უგანდის პრეზიდენტი 1979-1980 წწ.
სწავლობდა სამართალს ლონდონში, ინგლისის სამეფო კოლეჯში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა ქვეყნის პირველი პროფესიონალი ადვოკატი. იყო უგანდის ეროვნული კონგრესის, ხოლო 1962 წლიდან უგანდის სახალხო კონგრესის წევრი. 1962-1968 წლებში დამოუკიდებელი უგანდის იუსტიციის მინისტრია. იდი ამინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 70-იან წლებში ემიგრაციაშია აშშ-ში და ეწევა საადვოკატო მოღვაწეობას. 1979 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1979 წელს ტანზანიის გავლენით თანამდებობაზე შეცვალა ქვეყნის პრეზიდენტი იუსუფ ლულე. XX საუკუნის 80-90-იან წლებში ცხოვრობს ნიუ-იორკში და ეწევა საადვოკატო პრაქტიკას.
გარდაიცვალა 2010 წელს, უგანდაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- People Magazine: A Survivor—barely—as Uganda's President, Godfrey Binaisa Finds Life in Brooklyn a Beach
- http://www.bernama.com/bernama/v5/newsworld.php?id=519088
|
|||||||