გნუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გნუ | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Connochaetes | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
გნუ (Connochaetes) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების გვარი ძროხისებრთა (Bovidae) ოჯახისა. გნუს სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,3 მ, წონა 275 კგ. აქვს მოღუნული რქები, მურა-მორუხო მოკლე ბალნით შემოსილი სხეული. ბალანი ქედზე ფაფარივით ადგას, ყელზე კი „წვერს“ ქმნის. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ტრამალებში. ცხოვრობს ჯოგებად. იკვებება ბალახოვანი მცენარეებით. მაკეობა 8-9 თვე გრძელდება. იგებს ერთ ხბოს. ცნობილია გნუს 2 სახეობა: თეთრკუდა გნუ (Connochaetes gnou), გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ზოლებიანი გნუ (Connochaetes taurinus), გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში. იყენებენ გნუს ხორცს, ტყავს. ტყვეობას ადვილად იტანს და მრავლდება. აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 194, თბ., 1978 წელი.