გლობალური ციფრული შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლობალური ციფრული შეთანხმება
აბრევიატურა GDC
სტატუსი აქტიური
ტიპი initiative
შტაბ-ბინა ნიუ-იორკი, აშშ
გაეროს მდივანი ანტონიუ გუტერეში
მშობელი ორგანიზაცია გაერო
un.org/techenvoy/global-digital-compact

გლობალური ციფრული შეთანხმება (ინგლ. Global Digital Compact) — გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გაეროს საერთო დღის წესრიგისთვის შეთავაზებული ინიციატივა. შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პასუხისმგებლობით და ყველას საკეთილდღეოდ, ასევე მიზნად ისახავს ციფრული ფრაგმენტირების აცილებას და უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული გარემოს ხელშეწყობას.[1][2]

წინაისტორია და პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონზე მეტი უკუკავშირის მიღების შემდეგ, გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელიც ხაზს უსვამს ციფრული თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობას. ამის საპასუხოდ, გენერალური მდივნის მოხსენება — „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“, გვთავაზობს „მომავლის სამიტს“, რომელიც საშუალებას მოგვცემს „გლობალური ციფრული შეთანხმების“ მიღწევაში.[1]

2023 წლის 17 იანვარს, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა რუანდასა და შვედეთს დაავალა მთავრობათაშორისი პროცესის წარმართვა „გლობალური ციფრული შეთანხმების“ შემუშავებისთვის. პროცესის მართვის გეგმა 2023 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა.

საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იწვევს პირებს, ჯგუფებს, ასოციაციებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებებს „გლობალური ციფრული შეთანხმების“ შემუშავებაში დასახმარებლად. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება შეთანხმების პროექტის განხილვის დროს, რომელიც შედგება 2024 წელს, „მომავლის სამიტის“ ფარგლებში.

საკვანძო მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალური ციფრული შეთანხმება მიზნად ისახავს მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანებას, რათა ისინი ერთობლივად იმუშაონ საერთო პრინციპებისა და ვალდებულებების ერთობლიობაზე. შეთანხმების ზოგიერთი საკვანძო მიზნები მოიცავს:[3][4]

  • დაკავშირებულობა: უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის სკოლებს, ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე და კავშირის ციფრულ ინსტრუმენტებზე და სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
  • ინტერნეტის ფრაგმენტაცია: ინტერნეტის დაყოფისა და ფრაგმენტაციისთვის თავის არიდება, ერთიანი გლობალური ციფრული სივრცის შესანარჩუნებლად.
  • მონაცემთა დაცვა: პირთათვის მათი მონაცემების გამოყენების ოფციების მიწოდება და მათი კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა.
  • ადამიანის უფლებები ონლაინში: ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვა ციფრულ სფეროში, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, კონფიდენციალურობა, დაცვა დისკრიმინაციასა და მცდარი ინფორმაციის მიწოდებისგან.
  • ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია: ხელოვნური ინტელექტის ეთიკური განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, საერთო გლობალურ ღირებულებებთან შესაბამისობაში.
  • ციფრული კეთილდღეობა: ციფრული ტექნოლოგიების აღიარება, როგორც გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე და მათი განვითარებისა და გამოყენების წახალისება ყველას სასარგებლოდ.

კავშირი სხვა ინიციატივებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალური ციფრული შეთანხმება დაკავშირებულია სხვადასხვა საერთაშორისო ძალისხმევასთან, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, გაეროს გენერალური მდივნის გზამკვლევი ციფრული თანამშრომლობის შესახებ და „Partner2Connect-ციფრული კოალიცია“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Global Digital Compact: Office of the Secretary-General's Envoy on Technology. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  2. Global Digital Compact in 2023 | DW Observatory en-US. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  3. The Global Digital Compact: a bold step towards digital transformation | EEAS. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  4. Global Digital Compact: joint submission on targeted surveillance en. ციტირების თარიღი: 2023-05-13